რეზნიკოვი - ახლა ფინიშთან ვართ, როცა შეგვეძლება ვთქვათ, რომ კონტრშეტევისთვის ყველაფერი მზად არის

კონტრშეტევისთვის მზადება ფინიშის ხაზზეა, როცა შეგიძლია თქვათ, რომ ყველაფერი, რაც გჭირდება, მზადაა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

”დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ კონტრშეტევა წარმატებული იყოს. ყველაფერი უნდა იყოს დაგეგმილი, გააზრებული“, - აღნიშნა მან.

რეზნიკოვმა წარმატებული კონტრშეტევისთვის სამი ძირითადი ფაქტორი დაასახელა: იარაღის ხელმისაწვდომობა, მომზადებული და გაწვრთნილი ჯარისკაცები, რომლებმაც იციან თავიანთი გეგმა და შეტევის უზრუნველყოფა ყველა საჭირო ნივთით.

დასავლეთი უკრაინელ სამხედროებს კონტრშეტევისთვის გაძლიერებულად ამზადებს, რომელიც, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, მოიცავს ყირიმის განთავისუფლებას.

ამ დროისთვის გასაგები მიზეზების გამო, უცნობია, როდის და სად დაიწყება ტერიტორიების დეოკუპაციის ფართომასშტაბიანი ოპერაცია, თუმცა დასავლეთი მიიჩნევს, რომ ის მაის-ივნისში დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები