პაატა მანჯგალაძე - "ქართული ოცნება" საგამოძიებო კომისიას არ ქმნის მარტივი მიზეზის გამო, მას ეშინია, რომ გამომჟღავნდება ქმედებები, რასაც კლანი სჩადის

"ქართული ოცნება" საგამოძიებო კომისიას არ ქმნის  მარტივი მიზეზის გამო, მას ეშინია, რომ გამომჟღავნდება ქმედებების შესახებ, რასაც კლანი სჩადის "ქართული ოცნების“ პოლიტიკური დავალებების საფუძველზე“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "რეფორმების ჯგუფის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ.

მისივე განცხადებით, საგამოძიებო კომისია არის კონსტიტუციით უმცირესობისთვის გარანტირებული უფლება.

"ქართული ოცნება“ ოპოზიციის ამ უფლებას ზღუდავს, შესაბამისად, ეს ქმედება არის არაკონსტიტუციური. ეს ქმედება არის ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი და სამართლის ლოგიკის საწინააღმდეგო“, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

ის ასევე გამოეხმაურა 30 აპრილს გამართულ აქციას და  განაცხადა, რომ აქციაზე პრორუსული განცხადებები ისმოდა.

"აქციაზე ამბობდნენ, "მადლობა ღმერთს, რომ არის მშვიდობა“. დიახ, მადლობა ღმერთს, რომ არის მშვიდობა, მადლობა უკრაინას, რომ ის კბილები ჩაუმსხვრია კიევთან რუსეთს, რომლითაც თბილისის და საქართველოს დაგლეჯას აპირებდა“ , - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები