ირაკლი ზარქუა - ქალბატონმა დეგნანმა იცის ეს კვლევები თუ უმალავენ? სამარცხვინო მდგომარეობაში იგდებს თავს მერამდენედ ეს ორგანიზაცია

"მოსახლეობამ ვიცით ვის რა და როგორი რეიტინგი აქვს და მესამე ვადით სწორედ ამიტომ ვართ. ოპოზიციას რომ არ აქვს თვითდაჯერებულობა, შუალედურ არჩევნებში  ვერ მიიღო მონაწილეობა. აი, ჩემმა ხაბემ რომ დაიჯეროს ეს მართლა და მერე არჩევნების დროს რომ მიიღოს 30-40%-იანი სხვაობა, მერე? ფრუსტრაცია რომ დაემართოს ამ კაცს, სად მიდიხართ? არა გრცხვენიათ? რატომ აკეთებთ ამას? ისედაც შეცდომაში შეყვანა უნდა რადიკალურ ოპოზიციას? უკვე ერთმანეთს კომპიუტერებს ართმევენ ისე გაკოტრდნენ ყველანაირად, მორალურად და პოლიტიკურადაც“, -  განაცხადა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის შედეგებთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, საქართველოში ამერიკის ელჩი, ამ ორგანიზაციის კვლევის შედეგებს უნდა გამოეხმაუროს.

"ქალბატონმა დეგნანმა იცის ეს კვლევები თუ უმალავენ? ამაზე უნდა გააკეთოს რეაგირება. სამარცხვინო მდგომარეობაში იგდებს თავს მერამდენედ ეს ორგანიზაცია. 7- ჯერ უნდა შეცდეთ? ხაბე, მზარდია შენი რეიტინგი, მაგრამ მთლად 14%-მდე არ არის“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები