ბექა ლილუაშვილი - თქვენ, კოლექტიური პასუხისმგებლობის იმედად ხართ, მაგრამ ხვალ ყველა პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზირებული

"ერთადერთი, რასაც კომისიების შექმნასთან მიმართებაში თქვენი ნაბიჯები ემსახურება,  არის კონსტიტუციის და რეგლამენტის დარღვევა და პრეცედენტის შექმნა, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საგამოძიებო კომისიის საკითხს, არამედ ნებისმიერ ისეთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მმართველ პარტიას შეიძლება არ მოეწონოს, ვგულისხმობ იმ მეთოდს რაც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განახორციელეთ“, -  ამის შესახებ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა, ის როდესაც მმართველი გუნდის წარმომადგენელი აცხადებს, რომ "ქოლცენტრებთან“ დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნით საერთაშორისო გამოძიებას ხელი შეეშლება.

"ვინ აწვდის საგამოძიებო მასალებს საერთაშორისო საგამოძიებო უწყებებს, ორგანოებს, რა თქმა უნდა, საქართველოს პროკურატურა. ამიტომ მოსახლეობას შეცდომაში ნუ შეიყვანთ. კითხვის ნიშნები არის მათ შორის, პროკურატურასთან დაკავშირებით და თქვენ კრებსითად, ხელისუფლებას თუ არაფერი გაქვთ დასამალი თუ ვინმეს მიერ ნაშოვნ მილიონებს არ იცავთ - არანაირი ლოგიკური ან სამართლებრივი არგუმენტები არ გაქვთ რომ არ შექმნათ ეს საგამოძიებო კომისია“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტში მმართველი პარტია ოპოზიციას ართმევს კანონით მინიჭებულ უფლებას - არღვევს კონსტიტუციას, რომ პირდაპირ თუ ირიბად, საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნოს. 

"თუ პირდაპირ არღვევთ მოქმედ კანონს და კონსტიტუციას თქვენ დაწერთ ახალ, ქმედუნარიან კანონს სასამართლოზე ან არჩევნებზე?! ან რომც დაწეროთ, ვის უნდა დააჯეროთ, რომ  გაქვთ პოლიტიკური ნება დაიცვათ ეს კანონები?! რა ფასი აქვს თქვენი მართველობის პირობებში, სამართლიანობის აღსრულებას ან სამართლიანობის გარანტად თქვენს ყოფნას, როდესაც კორუფციაში მხილებულ, სანქცირებულ მოსამართლეებს ფარად ეფარებით. თქვენ ალბათ გგონიათ, რომ თუ კონსტიტუციას კი არ ჭრი და კერავ, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა, არამედ პირდაპირ არღვევთ და თქვენს ინტერესებში აქცევთ, ეს უკეთესია. გგონიათ, რომ ხალხს როგორც გინდათ ისე გადაწ-გადმოწევთ და გადააადგილებთ. ფაქტია, რომ ამ ხალხის ვერც ერთი პოლიტიკური დაკვეთა ვერ შეასრულეთ. დღეს თქვენ, კოლექტიური პასუხისმგებლობის იმედად ხართ, როგორც პარტიის, მაგრამ ხვალ ყველა პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული და მოსამართლეების შემთხვევამ ეს ძალიან კარგად აჩვენა“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები