იაგო ხვიჩია - დაირღვა პარლამენტის ის ნორმა, რომელიც თვითონ მიიღო "ქართულმა ოცნებამ"

"დღეს ფაქტობრივად, პარლამენტმა თქვა, რომ უმრავლესობას თუ არ უნდა, საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება. ანუ დაირღვა პარლამენტის ის ნორმა, რომელიც თვითონ მიიღო "ქართულმა ოცნებამ“, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ქვეყანა არ იმართება პოლიტიკურად. 

მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს არა ქართველი ხალხის მიზნის, არამედ საკუთარი მმართველობითი მიზნების განსახორციელებლად.

"სწორედ ამ ძალით ხართ გათამამებულები. ის არ იცით, რომ ამ მაფიოზური მმართველობის გამო, თქვენ სინამდვილეში მიიღეთ ისეთი ტიპის ძალაუფლება, რომელიც პოლიტიკური ძალაუფლება არ არის, თქვენ ამ ძალაუფლების შედეგად ცდილობთ ქვეყნის პროდასავლური კურსი შეცვალოთ. ცდილობთ, რომ ცივილიზაციის საწინააღმდეგო მიმართულებით წახვიდეთ, ცდილობთ, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებთ გააკეთოთ არა ქართველი ხალხის მიზნის განსახორციელებლად, თქვენი მმართველობითი მიზნების განსახორციელებლად.

მაგრამ ერთი რამ გავიწყდებათ, ის, რომ კანონით და პოლიტიკურად იმართებოდეს ქვეყანა, სწორედ თქვენ გჭირდებათ, სწორედ მმართველი ძალის მომავალში დაცვას სჭირდება ის, რომ მას ნამართი ჰქონდეს წესების შესაბამისად, რომ სხვასაც მოუწოდოს წესების დაცვა, თორემ თქვენ რომ მალე დასრულდებით ამ თვალსაზრისით და ქართველი ხალხი დიდი ხანი არ იცურებს ცივილიზაციის საწინააღმდეგოდ, ეს ფაქტია“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები