აღიარებული პიანისტი, საქართველოს, საერთაშორისო და შოპენის კონკურსების არაერთგზის ლაურეატი და გრანპრის მფლობელი გიორგი საჯაია

აღიარებული პიანისტის, საქართველოს, საერთაშორისო და შოპენის კონკურსების არაერთგზის ლაურეატის და გრან-პრის მფლობელის გიორგი საჯაიას წარმატებები წყალტუბოს უკავშირდება.

2001-2008 წლამდე პროფესიულ მუსიკას - ფორტეპიანოს სპეციალობით წყალტუბოს სამუსიკო სკოლაში, პედაგოგ მანანა გვარამიას კლასში (დირექტორები: იზა ფხაკაძე და მარინა კვერნაძე) ეუფლებობდა. მუსიკალური სასწავლებელი კი დაამთავრა ქუთაისში (პედაგოგ პროფესორ ციცინო თოდუას კლასში). 

2011 წელს გიორგი საჯაია  ჩაირიცხა და წარჩინებით დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა (რუსთაველის პრემიის ლაურეატ და პროფესორ მანანა დოიჯაშვილის კლასი).

გიორგი საჯაია ავსტრიის დედაქალაქ ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტის მიწვევითა და დაფინანსებით ერთი  წელი სწავლობდა ამავე სასწავლებლის მაგისტრატურაში.

გიორგი საჯაიას  სოლო კონცერტები ჩატარებული აქვს გერმანიის რამდენიმე ქალაქში, პოლონეთში, ლონდონში. დაჯილდოებულია "ქართული კულტურის დესპანის“ დიპლომით და მედლით.

2015 წელს თბილისში ჩატარებულ ევროპის სპორტიული ოლიმპიადის გახსნაზე,  გიორგი საჯაიმ  მეგობრებთან ერთად, როიალზე შეასრულა რევაზ ლაღიძის საჭიდაო. 

2021 წელს, გერმანიის ქალაქ მიუნხენის მუსიკისა და კინოს უნივერსიტეტის საორკესტრო-სადირიჟორო ფაკულტეტზე გამოცდაზე დაშვებული 48 აპლიკანტიდან, მხოლოდ გიორგი საჯაია  ჩაირიცხა.  ის  ერთადერთი ქართველია, რომელიც გერმანული მხარის სოლიდური დაფინანსებით სწავლას აგრძელებს  აღნიშნულ  უნივერსიტეტში.  

გიორგისთან ამჟამად მუშაობს 3 საორკესტრო-სადირიჟორო პროფესორი, რომელთა თანადგომით, გარდა საორკესტრო ნაწარმოებებისა, მან დაამუშავა მოცარტის, ჩაიკოვსკის, პუჩინის და ვერდის 4 ოპერა,  უდირიჟორა ორკესტრებსა და ოპერებს, როგორც მიუნხენში, ასევე რამდენიმე სხვა ქალაქში, რაც მასთან მომუშავე პროფესორების, ორკესტრანტების და მსმენელის მხრიდან შეფასებულია გენიალურად.

უახლესი ამბები