თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

პროექტი "ჩვენი ჯარი“ გრძელდება. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ამჯერად თბილისის 36-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მოსწავლეებს თავდაცვის ძალების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. 

სამხედრო მოსამსახურეებმა ბავშვებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარეს და სამხედრო ისტორიის, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და მის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრნენ. 

ჯარისკაცებმა მოსწავლეებს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის, თავდაცვის ძალებში განათლების შესაძლებლობების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, საერთაშორისო მისიებსა და საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

პროექტს "ჩვენი ჯარი“ თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას, თავდაცვის ძალების მიმართ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. 

პროექტი თბილისისა და საქართველოს რეგიონების მასშტაბით წარმატებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები