მეუფე იაკობი - ადამიანი თუ ლაპარაკობ ოჯახზე, ღმერთზე, ღირსებაზე, თავისუფლება თუ გინდა, ეს ყოფილა როგორც ზოგიერთი ტვინგამორეცხილისგან მოვისმინე, რუსეთუმეობა

ადამიანი თუ ლაპარაკობ ოჯახზე, ადამიანი თუ ლაპარაკობ ღმერთზე, ადამიანი თუ ლაპარაკობ შენს სარწმუნოებაზე, მოყვასის სიყვარულზე, ღირსებაზე და გინდა, ეს იყოს შენში და შენს ხალხში, თავისუფლება თუ გინდა, ბევრი რამე თუ გინდა, ეს ყოფილა, როგორც ზოგიერთი ტვინგამორეცხილისგან მოვისმინე, რუსეთუმეობა, - ამის შესახებ მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

"უბრალოდ გარეთ რა ხდება, იმის არ მიკვირს, საქართველოში არიან ისეთი ადამიანები, ტვინში მოსდით ხოლმე ისეთი აზრები. ადამიანი თუ ლაპარაკობ ოჯახზე, ადამიანი თუ ლაპარაკობ ღმერთზე, ადამიანი თუ ლაპარაკობ შენს სარწმუნოებაზე, მოყვასის სიყვარულზე, ღირსებაზე და გინდა, ეს იყოს შენში და შენს ხალხში, თავისუფლება თუ გინდა, ბევრი რამე თუ გინდა, ეს ყოფილა, როგორც ზოგიერთი ტვინგამორეცხილისგან მოვისმინე, რუსეთუმეობა. ე.ი. რუსეთი ამ ღირსებებით არის დაჯილდოებული და მსოფლიოში არ არის ეს ღირსებები? ქართველ კაცს არ აქვს? მამული, ენა სარწმუნოება არ არის ჩვენთვის უპირველესი? არ დაგვიბარა ჩვენმა ერის მამამ, წმინდა ილია მართალმა? პატრიარქი არ გვეუბნება, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი? 

ჩვენ ხო არ ვამბობთ, რომ ვინმე უნდა ვჩაგროთ?  მამა რომ მამაკაცია და დედა რომ ქალბატონია, ამას რამე კითხვა უნდა? ჩვენს ქვეყანაში მასეა და მასე იქნება, ქართველებმა ვაჩვენეთ, რომ ყველაზე მამაცი ერი ვართ. ავღანეთშიც არის ომი, უკრაინაშიც არის, სად არ არის ომი, სუდანი, სომალი, ერაყი, სირია, მაგრამ ყველაზე დიდი შეტევა კაცობრიობაზე იყო ამ პანდემიის ჟამს. ქართველმა ხალხმა, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცებს ცოტა სისუსტეები ჰქონდათ, ზოგადად მთლიანად ქართველმა ერმა, მსოფლიოს ანახა და პირველ რიგში, ღმერთს ანახა, რომ ეს მცირერიცხოვანი ერი არ შევდრკით და წირვა-ლოცვა არ გაგვიჩერებია, უფლის დიდება არ გაგვიჩერებია. 

ვიღაცები, რომ მოგვიწოდებდნენ, ტელევიზორიდან უყურეთო - კაშპიროვსკის სეანსებია, ტელევიზორიდან უყურო? ვერ გავიგე რა. ახალგაზრდებს მინდა მივართო: ჩვენ როგორი მომავალი გვინდა? დღეს რომ ამ საქართველოში ცხოვრობთ და არჩევანის უფლება გაქვთ, განა თაობების დამსახურება არ არის? ის ყველა ძნელი პერიოდი ჩვენზე არ გადადიოდა? თითოეული ჩვენთაგან მონაწილე არ ვიყავით? თუ თქვენ ხართ მარტო გმირები? მართლა ძალიან კარგები ხართ, მაგრამ არასდროს წინა თაობები არ უნდა დავივიწყოთ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები