მეუფე გრიგოლი - რა არის პატრიოტიზმი? აქაც თუ სწორი გაგება არ გაქვს, შეიძლება, ზიანი მეტი მიაყენო მამულსაც და საკუთარ თავსაც

როგორ ქრისტიანები ვიქნებით, თუ ქრისტეს სწავლება არ შევინახეთ, როგორი პატრიოტები ვიქნებით, თუ ჩვენ სამშობლოს არ მოვუფრთხილდით და როგორი ქართველები ვიქნებით თუ ჩვენი ენა დავაბინძურეთ, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა ქადაგებისას განაცხადა.

"როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობს, მამა-პაპათაგან სამი საუნჯე შემოგვრჩა და ამას თუ არ გავფურთხილდით, ამას თუ არ გავუფრთხილდით რა კაცნი ვიქნებითო. რა არის ეს სამი საუნჯე? ეს არის ჩვენი ერის ცნობიერების ღირებულებითი საყრდენი. ეს არის ის ტრიადა, რასაც ვუწოდებთ მამულს, ენას და სარწმუნოებას და თითოეული კიდევ ფართოდ შეიძლება გაიშალოს.

ცალკე მამულის თემა, როგორ გესმის, რა არის მამული? რა არის მამულისადმი ერთგულება, რა არის პატრიოტიზმი? იმიტომ, რომ აქაც თუ სწორი გაგება არ გაქვს, შეიძლება, ზიანი მეტი მიაყენო მამულსაც და საკუთარ თავსაც. 

ძალიან მნიშვნელოვანია ენის ფაქტორი, რამეთუ ამ ენის გავლენის ქვეშ ყალიბდება ადამიანის სააზროვნო უნარები. 

სარწმუნებოება, რწმენა, რომელიც ადამიანს განსაკუთრებულ ძალას და ენერგიას ანიჭებს, რომ ამაღლდეს მატერიალურზე და უფრო მეტად დააფასოს თავის თავში ის წყალობა, რომელიც ღმერთისგან მოეცა. არ აკადროს საკუთარ თავს ის, რაც როგორც ღვთის ქმნილებას არ ეკადრება. 

საუნჯე, რაც განგებამ გვიანდერძა და რაც მივიღეთ წინაპრებისგან, როგორც წმინდა ილია მართალი ამბობს, თუ არ შევინახეთ, რა კაცნი ვიქნები. როგორ ქრისტიანები ვიქნებით, თუ ქრისტეს სწავლება არ შევინახეთ. როგორი პატრიოტები ვიქნებით, თუ ჩვენ სამშობლოს არ მოვუფრთხილდით და როგორი ქართველები ვიქნებით თუ ჩვენი ენა დავაბინძურეთ", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები