ირაკლი ზარქუა - არახამია არის ჩვეულებრივი, ერთი რიგითი რუსი

ტყუილია, თუ ვინმეს ჰგონია, ეს ხელმოცარული ადამიანი ქართველებზეა გადამკვდარი ან საქართველოს ინტერესებს იცავს. ეტყობა, ეს არის დაფინანსებული მორიგი მცდელობა, ჩვენი სახელმწიფოს და ქართველების წინააღმდეგ პროვოკაცია ააგორონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ დავით არახამიასთან დაკავშირებით განაცხადა.

"ბატონი არახამია, თუ ბრაუნი, არ ვიცი, რომელი გვარის არის, ამ ადამიანის განცხადებაზე სერიოზულად რატომ უნდა ვილაპარაკო, მაგრამ რადგან კითხვა დასვით, გიპასუხებთ, რომ ბატონმა არახამიამ, რომელიც ქართველებს გველაპარაკება რუსულ ენაზე, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ წარსულს, საკუთარ მშობლებს, გვარი გადაიკეთა. არახამია იყო და ახლა ბრაუნია. ეს არის ჩვეულებრივი, ერთი რიგითი რუსი, პირდაპირ გეუბნებით, რომელიც დაბადებულია სოჭში, რუსეთში, იქაა გაზრდილი და ახლა არის უკრაინის მთავრობაში. დარწმუნებული ვარ, უკრაინული სახელმწიფოს და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს. ეს არის ამ ადამიანზე ჩემი შთაბეჭდილება. ახლა ვინმეს თუ ჰგონია, ეს ხელმოცარული და უსამშობლო ადამიანი ქართველებზეა გადამკვდარი ან საქართველოს ინტერესებს იცავს, ტყუილია. ეტყობა, ეს არის დაფინანსებული მორიგი მცდელობა, რომ ჩვენი სახელმწიფოს და ქართველების წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია ააგორონ. 

ბატონი არახამიას გააქტიურებას მათ შორის მე დავუკავშირებდი „გირჩის“ მზადება რომ დაიწყო ახლა, ტყეში რომ დაჰყავს ახალგაზრდები და იარაღის თემებს რომ უყვება, კიდევ ხელმოცარულები, რუსეთიდან რომ ფინანსდებიან – ვაშაძე, ელენე ხოშტარია და ის გიჟი ჯაფარა, მორიგ პროვოკაციას ამზადებენ საქართველოს წინააღმდეგ. პირველი, მეორე, მესამე არ გამოუვიდათ, „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს, იქ რაღაც რევოლუციური სცენარი, პარლამენტში ქაოსი, არ გამოუვიდათ და ახლა მორიგი მზადებაა, სავარაუდოდ ამას უკავშირებენ კანდიდატის სტატუსს. ახლა კიდევ ერთხელ მომისმინონ ამ ხელმოცარულებმა, საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა ყველაფერი გავაკეთეთ 12-პუნქტიანი გეგმიდან, უფრო მეტიც, რეფორმები, რაც ჩვენ განვახორციელეთ, ევროკომისიას დადებითად აქვს შეფასებული, რეიტინგებიც კი გამოაქვეყნეს, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ დიახ, საქართველო პირველ ადგილას იყო და წინა ჯერზეც იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. შეცდომა იქნა დაშვებული ევროკომისიის მხრიდან, ამიტომ ჩვენ ველოდებით, ახლა აქვთ შესაძლებლობა, ევროკომისიამ გამოასწოროს. თუ არ გამოასწორებს და ისევ ასე დატოვებს გადაწყვეტილებას, ქართველ ხალხთან ერთად, ჩვენს სახელმწიფოს, თითოეულ მოქალაქეს ეცოდინება, რომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო ევროკომისიამ.

რაც შეეხება არახამიას, ეს განცხადება არის უცხო ქვეყნის საქმეებში პირდაპირ ჩარევა. ვინ ეკითხება არახამიას ჩვენი სასამართლოს თემას, კანდიდატის სტატუსის მიღებას ან აქ ვინ იქნება ხელისუფლებაში. ეს მე მგონია, რომ დიახ, უკრაინელი ხალხი იმსახურებს უკეთეს ხელისუფლებას, ვიდრე არიან რუსეთში დაბადებული არახამიები, კიდე დანილოვები, რომლებიც მოუწოდებდნენ, რომ მეორე ფრონტი გაგვეხსნა აქ, ბავშვების და დედების ხოცვაში შევხიდებოდით ჩვენი საერთო მტრის, რუსეთის წინააღმდეგ. თქვენ ხართ უღირსები და არ იმსახურებთ უკრაინელი ხალხის ნდობას, პირადად ჩემი პოზიცია და განცდაა“, – განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები