ხატია დეკანოიძეს და რომან გოცირიძეს პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირებაზე უარი უთხრეს

დეპუტატებს რომან გოცირიძესა და ხატია დეკანოიძეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პოლიტიკური ჯგუფის შექმნაზე უარი უთხრა. ამის შესახებ მათ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. 

დეკანოიძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფის არსებობის შეეშინდა.

"როგორც საპროცედურო კომიტეტმა სრულიად კანონის საწინააღმდეგოს განმარტა, მე და ბატონ რომანს, ამ შემთხვევაში, ახალი პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირების საშუალება არ მოგვცეს, რაც იმას გულისხმობს, რომ რა თქმა უნდა, მათ შეეშინდათ კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფის საქართველოს პარლამენტში და გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ პოლიტიკური ჯგუფი ითვალისწინებს დამატებით ბერკეტებს, დამატებითი დროის გამოყენებას ოპოზიციის მიერ", - განაცხადა დეკანოიძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პოლიტიკური ჯგუფების შექმნის უფლება აქვს დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში ერთი პარტიის სიით მოხვდნენ და შემდეგ პარტია დატოვეს. არსებული რეგლამენტით, ეს შესაძლებლობა არ ვრცელდება საარჩევნო ბლოკის სიით გასულ იმ დეპუტატებზე, რომელთა პარტიასაც პარლამენტში ფრაქცია აქვს შექმნილი. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები