პროექტი "ინოვაციური ხიდი“ გაიხსნა

პროექტი "ინოვაციური ხიდი“ გაიხსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ  ქალაქ ზუგდიდში პროექტი „ინოვაციური ხიდი“ გახსნეს.

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ორთვიან სასწავლო კურსს გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები 30 ახალგაზრდის ჩართულობით. პროგრამის ფარგლებში მოზარდები  გადამზადდებიან  დეზინფორმაციასთან ბრძოლის, მედია პროდუქტის მომზადებისა (გადაღება-მონტაჟი) და გრაფიკული არქიტექტურის მიმართულებებით.

"ინოვაციური ხიდის“  მიზანია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერა კონსტრუქციული დიალოგის, ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების გზით.

ღონისძიებას აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, ქალაქ ზუგდიდის ვიცე-მერი კონსტანტინე კაკავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"ინოვაციური ხიდი“ მინისტრის აპარატის პროგრამის „მშვიდობის ლაბორატორია“ ფარგლებში ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები