თერჯოლის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მანუჩარ რობაქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით გოგბერაშვილმა ქალაქ თერჯოლასა და ჩხარის ადმინისტრაციულ ერთეულში  გვირგვინებით შეამკეს დიდების მემორიალი და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

სულის მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადა ჩხარის მაცხოვრის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა რომანოზ გვენეტაძემ, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

მეორე მსოფლიო ომში თერჯოლიდან 3 533 ადამიანი გაიწვიეს, 2 325 დაიღუპა, ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ხოლო შინ დაბრუნდა 1 208 მებრძოლი.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.

1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანზე მეტი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა.

ღონისძიებას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულოს წევრები, მერიის თანამშრომლები და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უახლესი ამბები