ირაკლი ზარქუა - ეს ხელმოცარული ოპოზიციურ არხებს ახლა ექსპერტად ჰყავს, ვის აინტერესებს არახამია

უავტორიტეტო, უსამშობლობის კოჰორტაა გონჩარენკოები და არახამიები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

"ვწუხვარ, რომ დროს მაკარგვინებთ ამ ხელმოცარულზე. საკუთარ პარტიაშიც კი, სადაც ხელისუფლებაში არიან, პრეზიდენტმა ვიზები გაუუქმა მას, გონჩარენკოს და კიდევ რამდენიმეს, სახელმწიფოს ხარჯზე დაფრინავ ევროპაში უსაქმურადო. ეს ხელმოცარული ოპოზიციურ არხებს ახლა ექსპერტებად ჰყავს. 

ვის აინტერესებს არახამია, რომელმაც ქართული არ იცის, დაბადებული და გაზრდილია რუსეთში. პატივს არ სცემს საკუთარ წინაპარსაც, მშობლებს, გვარი ბრაუნად გადაიკეთა. ახლა თქვენ გგონიათ, ის საქართველოსთვის და ქართველებისთვის იბრძვის? რეალურად, მას უკრაინა რომ უყვარდეს, ერთხელ გინახავთ იარაღით ხელში ფრონტის ხაზზე? გინახავთ ბახმუტში ჩასული? საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად სცალია? ვინ ჰკითხავს ამას. ეს არის "ნაცმოძრაობის“ და მათი სატელიტი არასამთავრობოების თუ ტელევიზიების საყვარელი რესპონდენტი, რომელსაც ნოლი ავტორიტეტი აქვს. აბა, ნახეთ, უკრაინელები რას გეტყვიან დავით არახამიაზე. ეს კაცი ხელმოცარულია. 

იცით, როგორ კარგად ვხედავ, თუ როგორ გაასამართლებენ უკრაინელები დავით არახამიას და ასეთ ნაძირლებს? ისინი უკრაინის ინტერესებს არ ემსახურებიან, რასაც უკრაინელი ხალხი და მთელი მსოფლიო მალე ნახავს. ეს ადამიანი არის ნოლი, უავტორიტეტო, უსამშობლობის კოჰორტაა გონჩარენკოები და არახამიები“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები