პეტრე ცისკარიშვილი - არახამია გაცილებით უფრო მეტს გააკეთებს საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, ვიდრე ეს უსამშობლო მოღალატეები

ეროვნებით ქართველი უკრაინელი პოლიტიკოსი, არახამია გაცილებით უფრო მეტს გააკეთებს საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, ვიდრე ეს უსამშობლო მოღალატეები, რომლებიც მოასხდნენ მთავრობას და ხელისუფლებას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა" პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

"ჩემი პირადი გადმოსახედიდან, ეროვნებით ქართველი, უკრაინელი პოლიტიკოსი, ბატონი არახამია გაცილებით უფრო მეტს გააკეთებს საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, ჩვენი სახელმწიფოს მომავლისთვის, თუნდაც ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, უსაფრთხოების ქოლგისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ რუსეთის გუბერნია არ გავხდეთ. ყველა სასიცოცხლო, გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან საკითხში ბატონი არახამია იქნება გაცილებით უფრო წარმატებული, ვიდრე ეს უსამშობლო მოღალატეები, რომლებიც დღეს მოასხდნენ მთავრობას და ხელისუფლებას.

ვფიქრობ, რომ ჩვენი მეგობრები და პარტნიორები კიევში მიეჩვივნენ ამ მოღალატეების მხრიდან ასეთი ტიპის განცხადებებს და ეპითეტებს. მათ ვერ წარმოუდგენიათ რუსეთის ორბიტიდან მოწყვეტა. ანუ, "რუსული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც თბილისში სხედან, აგრძელებენ პუტინის რეჟიმი პოლიტიკას. როდესაც თვითონ რუსეთში საუბრობენ რუსეთის დამარცხებასა და პუტინის რეჟიმი დასრულებაზე, ამ ადამიანებისთვის აქ, „რუსულ ოცნებაში“, "ქოცებში“ წარმოუდგენელია ეს როგორ მოხდება. ძალიან მალე ბატონებო. ძალიან მალე შეიცვლება ჩვენს რეგიონში ყველაფერი. მოემზადეთ იმ ვითარებისთვის, როდესაც შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მოსკოვში უფრო პროდასავლურად განწყობილი ხალხია კრემლში, ვიდრე დღეს თბილისში. ეს რეჟიმი მოსკოვში შეიცვლება. 

შემდეგი ხელისუფლება, რომელიც არ უნდა მოვიდეს, აუცილებლად შეეცდება დაიწყოს საუბარი დასავლეთთან, მოახდინოს იმ ტერიტორიების დეოკუპაცია, სადაც გასულ წელს პუტინი შეიჭრა.

თბილისში, სანამ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში არიან “რუსული ოცნების“ წარმომადგენლები დროზე მოეგონ გონს, გაარჩიონ ბოროტი და კეთილი, კარგი და ცუდი, ისაუბრონ იმ ხალხთან, იმ პარტნიორებთან იპარტნიორონ, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდა“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები