ხატია დეკანოიძე - ეს არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ

ყველამ უნდა იცოდეს, განსაკუთრებით, ავიაკომპანიებმა, რომლებიც შეასრულებენ პუტინის სურვილს, შესაძლებელია, მოჰყვნენ იმ სანქციებში, რომლებიც დაწესდა და კიდევ უფრო ძლიერდება 24 თებერვლის შემდეგ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

"ეს არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით, 24 თებერვლის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის შემდეგ ქვეყანაში ატარებენ. ეს არის ანტიდასავლური და ანტიუკრაინული პოლიტიკა. 

პუტინის გადაწყვეტილება, დააჯილდოოს საქართველოს ხელისუფლება, ეხება იმას, რომ მან თავისი გადმოსახედიდან, კრემლის გავლენების გასაძლიერებლად, აკრძალვა მოხსნა ფრენებზე, ავიამიმოსვლაზე და სავიზო შეზღუდვაზე. ეს არის პირდაპირ ის გზავნილი, რომელსაც პუტინი და კრემლი უშვებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ასევე იმ „პროქსების“ მიმართ, რომლებიც რეალურად ცდილობენ, რუსეთისა და კრემლის გზავნილების გასაძლიერებლად იმოქმედონ, რათა ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ანტიდასავლური და ანტიუკრაინული პოლიტიკა იქნება წინ წამოწეული, მაშინ პუტინი ასეთ ხელისუფლებებს მსგავსი გადაწყვეტილებებით დააჯილდოებს.

ყველამ უნდა იცოდეს, განსაკუთრებით, ავიაკომპანიებმა, რომლებიც შეასრულებენ პუტინის სურვილს, შესაძლებელია, მოჰყვნენ იმ სანქციებში, რომლებიც დაწესდა და კიდევ უფრო ძლიერდება 24 თებერვლის შემდეგ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები