ირაკლი ზარქუა - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი მოქალაქეებისთვის კომფორტული იყოს რუსეთიდან დაბრუნება

რუსეთის მხარემ დააწესა მიმოსვლაზე სანქცია, შეზღუდვა და ახლა მოხსნა. ძალიან კარგია ჩვენი მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

"მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ერევნის, აზერბაიჯანის, ხან თურქეთის გავლით უწევთ ოჯახებით აქ ჩამოსვლა. გარდა იმისა, რომ ეს მათთვის დისკომფორტია, პირდაპირ ხარჯებთანაა დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებაც იყო მიღებული, ეს გააუქმა რუსეთის მხარემ. რუსეთის მხარემ დააწესა მიმოსვლაზე სანქცია, შეზღუდვა და ახლა მოხსნა. ძალიან კარგია ჩვენი მოქალაქეებისთვის.

რაც შეეხება პოლიტიკაში ადგილობრივ ხელმოცარულებს, ახლა ვაშაძე გამოვარდება, თუ უკვე არ იყო, იტყვიან, აი, რუსეთმა დაასაჩუქრა საქართველოს მთავრობა. ხომ იცით, ვაშაძე რომელია? საკუთარი ბინა რომ მიაქირავა რუსებს და დღემდე რომ ფულს იღებს. შემდეგ გამოვარდება ხოშტარია, რამდენი წელია, რუსეთიდან ფინანსდებოდა, ჩვენ გავიგეთ და შემდეგ ბათუმში ბინა შეიძინა. გამოვარდება გიჟი ჯაფარა, ვითომ ევროინტეგრაცია რომ უნდა. ევროკომისიამ გვითხრა, ნაკლები პოლარიზაციაო და ახალგაზრდებს ამზადებს იარაღის გამოყენებაში, რევოლუციაში როგორ ჩაერთონ. ეს ტრიო საუნჯე, უფრო სწორად, ტროიკა და კიდევ დაემატებიან სხვა ხელმოცარულები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი მოქალაქეებისთვის კომფორტული იყოს რუსეთიდან საქართველოში დაბრუნება. რუსეთის მოქალაქეები დღეს ლარსის ხეობიდან ისედაც უპრობლემოდ გადმოდიან, საერთოდ არ აქვთ შეზღუდვა. შემდეგი კარგი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან იქნება, რომ აფხაზეთი და ოსეთი დააბრუნოს. ეს არის სწორი მიდგომა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები