მალიარი - არც ერთი პოზიცია არ დაგვიკარგავს, ბახმუტში ჩვენი ძალები 2 კმ-ით წინ წავიდნენ

ოკუპანტები იარაღების ნაკლებობის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, რითაც, ალბათ, სურთ ბახმუტში მათი დანაკარგებისა და მარცხების რეალური მდგომარეობის გამართლება. ამასთან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის მიმართულებით 2 კმ-ით წინსვლა მოახერხეს და ერთ კვირაში არც ერთი პოზიცია არ დაუკარგავთ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

"შეტყობინებების ანალიზი აჩვენებს, რომ ამ ქალაქს მტრისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თითქმის საკრალური. როგორ აშუქებს მტერი ინფორმაციას ბახმუტის ბრძოლების შესახებ? აქებს საკუთარ თავს, საუბრობს სავარაუდო წარმატებებზე და იგონებს ისტორიებს ჩვენი სამხედრო სარდლობის შესახებ", - განაცხადა მალიარმა.

მისი თქმით, კვირის განმავლობაში რეალური სიტუაცია სხვანაირია.

"მტერმა ვერ შეასრულა თავისი გეგმები; მტერმა დიდი დანაკარგი განიცადა ცოცხალი ძალით; ჩვენი დამცველები ბახმუტის მიმართულებით 2 კმ-ით წინ წავიდნენ; ბახმუტში ამ კვირაში არც ერთი პოზიცია არ დაგვიკარგავს", - განაცხადა მალიარმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები