ლევან ხაბეიშვილი - "ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს ბრძოლას ჩვენი ქვეყნის, მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას, ლაზარეს თავისუფლებისთვის

შევახსენებ რუსულ ხელისუფლებას, რომ არსებობს დასაბუთებული, ხელმოწერილი მტკიცებულებები და დოკუმენტაციები, რეზოლუციები ევროპიდან და ეს არის რეზოლუცია სადაც წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს პირად ვენდეტას სააკაშვილზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

"რუსული პარტია საქართველოში, მატყუარების პარტია, როგორც ყოველთვის ცდილობს სხვადასხვა სახის ინფორმაცია შეასაღოს საზოგადოებას ისე, როგორც მათ ეს სურთ. დღეს ეს გააკეთა იუსტიციის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ზუსტად ისე, როგორც რუსულ პროპაგანდას სჩვევია.

ამიტომ, საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია და ეს მდგომარეობს შემდეგში - სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ვარშავაში არგადაყვანასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ. სხვა რამეზე სტრასბურგის სასამართლოს ამ დროისთვის არ უმსჯელია და მეტიც, მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის სასამართლომ ადვოკატების დასაბუთებული მტკიცებულებები მიიღო და თქვა, რომ ამ საკითხზე არსებითად იმსჯელებს. ანუ, მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგმა მიიღო წარმოებაში საქმე და შესაბამისად, სამართლებრივად ეს დავა გაგრძელდება. რასაც ასაღებს რუსული პარტია, თითქოს რაიმე სახით მსჯელობა ყოფილიყოს პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, ან როგორ მკურნალობენ მას, ეს არის ტყუილი და ნებისმიერ ადამიანს ამ გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ, შეეძლება რომ დარწმუნდეს და ცხადია ეს არ დაიმალება და ყველას შეეძლება ამ ინფორმაციის გადამოწმება. 

ერთადერთი, რაზეც სტრასბურგმა იმსჯელა ამ საქმის საბოლოოდ გადაწყვეტამდე, ვარშავაში გადაყვანაზე მხოლოდ და ხაზის გაუსვა იუსტიციის მინისტრმა, რომ თურმე სხვა საავადმყოფოში გადაყვანაც არ დაავალა. მსგავსი მოთხოვნა დაცვის მხარეს არ ჰქონია, ერთადერთი მოთხოვნა უკავშირდებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის ვარშავაში გადაყვანას.

მნიშვნელოვანია, როცა საუბრობენ ევროპულ გადაწყვეტილებებზე, ეს არის შუალედური გადაწყვეტილება და საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება. შევახსენებ რუსულ ხელისუფლებას, რომ არსებობს დასაბუთებული, ხელმოწერილი მტკიცებულებები და დოკუმენტაციები, რეზოლუციები ევროპიდან და ეს არის რეზოლუცია სადაც წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს პირად ვენდეტას სააკაშვილზე, ასევე ამ რეზოლუციებში წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქი არის საფრთხე ევროკავშირის გზაზე.

ასევე შეგახსენებთ, რომ ჰააგამ მიიღო გადაწყვეტილება და პუტინი არის ძებნილი, როგორც სამხედრო დამნაშავე. ამ სამხედრო დამნაშავესთან რუსული ოცნება აპირებს პარტნიორობას და ფრენების აღდგენას.

"ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს ბრძოლას ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას, ლაზარეს თავისუფლებისთვის, ჩვენი დაკავებული ოფიცრების გათავისუფლებისთვის, მათ შორის რომა შამათავა და სხვა სამხედრო ბიჭები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით ჰყავთ გასამართლებული და ცხადია, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებამდე“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები