მიხეილ სარჯველაძე - ყველასთვის გასაგები გახდა, რომ არავითარი ის მდგომარეობა, რომელსაც ცდილობდა სააკაშვილის მხარე წარმოეჩინა, რეალურად სახეზე არ გვაქვს

გახსოვთ, დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უფლებები დარღვეული იყო და აქედან გამომდინარე საქართველოს სასამართლოებში დაყენებული იყო მოთხოვნა მისი გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების თაობაზე, -  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკურიდან სამართლებრივ ჭრილში საქმის გადატანით საზოგადოება დარწმუნდა, რომ  ლობისტების მიერ წარმოებული კამპანია პატიმარი ექსპრეზიდენტის უფლებების დარღვევის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

"სტრასბურგში მოთხოვნის დაყენებას წინ უძღოდა ის დასაბუთება, რომ პრაქტიკულად, სიკვდილის პირას იყო პატიმარი, მას თითქოს ხელი არ მიუწვდებოდა ჯანდაცვის სერვისებზე და ა.შ. მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ გადასარევად ხვდებოდა ყველა, რომ როდესაც ლობისტური ორგანიზაცია საქმიანობს და ავრცელებს ინფორმაციას, შესაძლოა, მან შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში, მაგრამ როდესაც საქმე განიხილება უკვე პროფესიონალურად იმ დონზე, როგორც ამას იხილავს სტრასბურგის სასამართლო, იქ ბუნებრივია, რომ ასეთი შეთხზული ისტორიები და ინსინუაციები ვერ იქნება მარტივად გატარებადი. ზუსტად ეს დაგვანახა სტრასბურგის სასამართლომ, რომ როგორც კი პოლიტიკურიდან პროფესიულ შეფასებას დაექვემდებარა საკითხი, იქ ყველასთვის გასაგები გახდა, რომ არავითარი ის მდგომარეობა, რომელსაც ცდილობდა სააკაშვილის მხარე წარმოეჩინა, თითქოსდა არსებობს, რეალურად სახეზე არ გვაქვს და პატიმრის ყველა უფლება, უკლებლივ, უმაღლეს დონეზე არის დაცული და დაკმაყოფილებული“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია რთულ მდგომარეობაშია, ვინაიდან ისინი დიდი ხნის განმავლობაში ატყუებდნენ საზოგადოებას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სწორედ ამიტომ აპელირებენ, სამედიცინო დასკვნის არარსებობაზე.

"კვალიფიკაცია დაუწუნეს სტრასბურგის სასამართლოს, რომ მას არასრულყოფილი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე აქვს მიღებული გადაწყვეტილება. მე მესმის ოპოზიციის მდგომარეობა, რომლებიც საზოგადოებას ატყუებდნენ ბევრი თვის განმავლობაში და ახლა უწევთ თავის გამართლება, იმიტომ რომ რაღაცით უნდა ახსნან, რატომ ატყუებდნენ საზოგადოებას. ბუნებრივია, ასეთ დროს იგონებენ ასეთ მოტივებს, რომ თითქოსდა რომელიმე სამედიცინო დასკვნა აკლდა წარდგენილ დოკუმენტაციას. არ მოერიდებოდა, მერწმუნეთ, სტრასბურგის სასამართლოს ამაზე ყურადღების გამახვილება და შესაბამისად, რაწამს დაინახავდა კიდევ დამატებით გამოკვლევის საჭიროებას, ამ საკითხს, ბუნებრივია, რომ მიუთითებდნენ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა ისიც, რომ  მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, ხელისუფლება კვლავ იმავე მიდგომით გააგრძელებს მოქმედებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს როგორც დაკისრებული სასჯელის აღსრულება, ისე პატიმრის ყველა უფლების დაცვა.

"ვფიქრობ, ამ დრომდეც და მომავალშიც, საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს იგივე დამოკიდებულებით საკითხისადმი მიდგომას. მიდგომა გახლავთ ერთადერთი: პირველი - სასჯელი უნდა აღსრულდეს და მეორე - ყველა უფლება, რომელიც მინიჭებული აქვს  პატიმარს, უნდა იყოს დაცული. მათ შორის, ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, მის ინტერესს ჯანდაცვის უფლებების მიმართულებით რომ იყოს დაცული. ჯანმრთელობის უფლება, რასაკვირველია,  მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. ამიტომ ითქვა იუსტიციის მინისტრისგან, რომ თუ იარსებებს საჭიროება, მიზანშეწონილობა ან რჩევა ექიმების მხრიდან, რომ ის უმჯობესია იმყოფებოდეს სამედიცინო პროფილის დაწესებულებაში, ის იქნება სამედიცინო პროფილის დაწესებულებაში. თუ ექიმების მოსაზრება იქნება განსხვავებული, რომ ამის საჭიროება არ არის, ამ შემთხვევაში, ის სასჯელს მოიხდის პენიტენციურ  დაწესებულებაში, იმიტომ რომ პატიმრის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, ეს გახლავთ არა პრივილეგია და ეს არ შეიძლება იყოს დამოკიდებული ვინმეს სურვილზე, არამედ ეს გახლავთ, საჭიროებით განპირობებული მოცემულობა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები