სვანეთის უბანში მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

სვანეთის უბანში, ართვინის ქუჩა 67-ში კედლის გამაგრების სამუშაოების დროს ორი მუშა დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებისას მიწა ჩამოიშალა, რომელმაც მუშები მოიყოლა.

გარდაცვლილები ექსპერტიზაზე არიან გადასვენებული.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კედლის გამაგრების სამუშაოებს დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობა ახორციელებს.

"ართვინის ქუჩა N67-ში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია “ოუ ნი” ასრულებდა გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს, რა დროსაც ჩამოიშალა ავარიული ფერდობის მასა და მოიყოლა კომპანიის ორი თანამშრომელი. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს, რამ გამოიწვია ფერდის ჩამოშლა“, — აცხადებენ თბილისის მერიაში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები