სტოლტენბერგი - უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე მსჯელობას აზრი არ აქვს, სანამ ის ომს არ მოიგებს

სანამ უკრაინა არ დაამარცხებს რუსეთს ომში, აზრი არ აქვს იმაზე მსჯელობას, თუ როდის და როგორ შეიძლება სახელმწიფოს გაწევრიანება ნატო-ში, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ნატოს მოკავშირეები შეხვდებიან ნატოს სამიტზე ივლისში, სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები გაუგზავნიან "უკრაინის მხარდაჭერის ძალიან მკაფიო გზავნილს და ეს გამოვლინდება მრავალი გზით".

"როცა საქმე გაწევრიანებას ეხება, მე ველი, რომ ნატოს მოკავშირეები იტყვიან, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი. ეს არაერთხელ ითქვა", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა.

"არა მოსკოვი წყვეტს რა უნდა გააკეთოს უკრაინამ, არამედ უკრაინა. წევრობის საკითხს ნატოს მოკავშირეები წყვეტენ და, რა თქმა უნდა, ნატოს კარი ღია რჩება", - აღნიშნა მან.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ პირველ რიგში აუცილებელია უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა რუსეთის წინააღმდეგ ომში.

"მტკიცედ მჯერა, რომ ყველა მოკავშირე იტყვის, რომ, რა თქმა უნდა, ახლა ყველაზე გადაუდებელი ამოცანაა უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა. რომ პრეზიდენტი პუტინი ამ ომს ვერ მოიგებს. აზრი აქვს იმის განხილვას, როდის და როგორ შეიძლება უკრაინა გახდეს ალიანსის წევრი.
იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო ევროპაში, აზრი აქვს იმის განხილვას, თუ როდის და როგორ შეიძლება უკრაინა გახდეს ალიანსის წევრი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივანი ასევე ელოდება უკრაინის მრავალწლიანი პროგრამის შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც მოკავშირეები იმუშავებენ იმაზე, თუ როგორ დაეხმარონ უკრაინას საბჭოთა ეპოქის სტანდარტებიდან, დოქტრინებიდან და აღჭურვილობიდან გადავიდეს ნატოს სტანდარტულ დოქტრინებზე და აღჭურვილობაზე და გახდეს სრულად ნატოს შესაბამისი. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს დაეხმარება უკრაინას ნატოში გაწევრიანებისკენ გზაში დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები