წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იტალიის ქალაქ სალსომაჯორე-ტერმეში იმყოფებოდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იტალიის ქალაქ სალსომაჯორე-ტერმეში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა  გენადი ბალანჩივაძემ და სალსომანჯარო ტერმეს მერმა ფილიპო ფრიტელმა ქალაქების წყალტუბოსა და სალსომაჯორე-ტერმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.  

მემორანდუმი ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, სფეროებში გამოცდილებათა  გაზიარებასა და  ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

სალსომაჯორე-ტერმეში იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე,  მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ნათია ჩიხრაძე და  შპს "წყალტუბოს თერმული წყლების’’ წარმომადგენელი ელგუჯა ბალანჩივაძე.    

ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის გეგმებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თერმული წყლის სამკურნალო თვისებების  განხილვისა და სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხს.

"ჩვენი სურვილია მეგობრობისა და თანამშრომლობის მყარი კავშირის შექმნა წყალტუბოსთან, რათა უზრუნველვყოთ ტურიზმის ხელშეწყობა  განსაკუთრებით სამედიცინო ტურიზმის,  ღვინისა და აგროსასურსათო სექტორის მიმართულებით, გარდა ამისა, ხელი შევუწყოთ  სამეცნიერო-კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში მომავალ თანამშრომლობას", - განაცხადა სალსომაჯორე ტერმეს  მერმა ფილიპო ფრიტელმა.    

"წყალტუბოს მუნიციპალიტეტისთვის ახალი  საერთაშორისო ურთიერთობების დამყარება უმნიშვნელოვანესია, ვფიქრობ, იტალიის ქალაქ სალსომაჯორე ტერმესთან დაძმობილება იქნება საინტერესო სამედიცინო ტურიზმის განვითარების მხრივ, რადგან ისევე როგორც წყალტუბო, სალსომაჯორე ტერმეც არის ცნობილი თერმული წყლებით, დარწმუნებული ვარ ქალაქების დაძმობილების შემდეგ ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება’’, - განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.

უახლესი ამბები