პაატა მანჯგალაძე - რაც უფრო დამოკიდებული ხარ მტერზე, ოკუპანტზე, მით მეტი ბერკეტი აქვს ჩვენზე ზემოქმედების

"სამი მიმართულებით გვებრძვის რუსეთი და ჩვენგან ითხოვდა სამ მნიშვნელოვან საკითხზე თანხმობას:  საერთაშორისო იზოლაცია, საერთაშორისო მიმართულებით ბოლო მოკავშირე პარტნიორი იყო "ევროპელი სოციალისტები“, ვინც ხელს ართმევდა „ქართულ ოცნებას“ და  იმ ჯგუფიდანაც კი მოუწია „ქართულ ოცნებას“ წამოსვლა. ნატოს-ს წვრთნებში არასდროს ყოფილა შემთხვევა უარი გვეთქვა და ნატო-ს წვრთნებზეც უარი ვთქვით და, ფაქტობრივად, 12-პუნქტიანი რეკომენდაცია შესრულებული არ არის. ევროპასთან ფაქტობრივად ვართ იზოლაციის მდგომარეობაში. შესაბამისად, რაც უფრო დამოკიდებული ხარ მტერზე, ოკუპანტზე, მით მეტი ბერკეტი აქვს  ჩვენზე ზემოქმედების“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფი“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, მიღწეულია საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა და შესაბამისად, რუსული ზეგავლენა ქვეყანაში იზრდება.

"საქართველოში პირდაპირ ვრცელდება რუსული ნარატივები, სახელმწიფო იდეოლოგიად იქცა, რომ რუსეთი არის ჩვენი მართლმადიდებელი მოკავშირე, ჩვენი ოჯახების და ტრადიციის შენარჩუნების წყარო და დასავლეთი არის გარყვნილება, დასავლეთი არის ომთან, არეულობასთან დაკავშირებული, დასავლელი პარტნიორები არიან ფაშისტები. ყველაზე მავნე, რაც არის ჰიბრიდული ომის, რბილი ძალის მთავარი კომპონენტი - ეკონომიკური დამოკიდებულების გაზრდა რუსეთზე. "ქართული ოცნების“ მოსვლიდან საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე იზრდება შემდეგი მიმართულებით - სასურსათო უსაფრთხოების და  ენერგოუსაფრთხოების კუთხით, რაც მიზანმიმართულად ხდება, რადგან თავისუფლება არ არსებობს ეკონომიკური თავისუფლების გარეშე“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები