გიორგი ვაშაძე - როგორც რუსული კანონის გაწვევა მოგიწიათ თქვენი ხელით პარლამენტიდან, ასე მოგიწევთ ამ ფრენების შეჩერება

"საქართველოში ფრენას იწყებს ერთ-ერთი რუსული ავიაკომპანია, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას იზოლაციისკენ, იმიტომ, რომ შეიძლება დასანქცირდეს ჩვენი აეროპორტები. როგორც რუსული კანონის გაწვევა მოგიწიათ თქვენი ხელით პარლამენტიდან, ასე მოგიწევთ აუცილებლად ამ ფრენების შეჩერება“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "რეფორმების ჯგუფის“  წევრმა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოება იქნება ძალიან მკაფიო, რადგან საქართველოს  გზა არის ევროპა და არა რუსეთი და არავის სჭირდება სანქცირებული ავიაკომპანიების საქართველოში ფრენა.

გიორგი ვაშაძე ასევე გამოეხმაურა 6 მაისს, აღმაშენებლის 75-ში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას.

"ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა მედიამ სცადა ჩემი და უკრაინელი პოლიტიკოსის, დავით არახამიას „გაშავება“ და  "ქოლცენტრებთან“ დაკავშირება. ეს იყო პირდაპირ სუს-ის მიერ დაგეგმილი  ოპერატიული ლეგენდა, რომელსაც ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე პროპაგანდისტული მედიები აწარმოებდნენ. მე ახლა ხელთ მაქვს მტკიცებულებები, თუ როგორ არის დაკავშირებული „ქართულ ოცნებასთან“ თუნდაც ეს კონკრეტული შემთხვევა და თავიდან ბოლომდე „ქოლცენტრების“ სქემა, რომელიც არა მხოლოდ ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, არამედ ძარცვავს საქართველოს მოქალაქეებსაც და ამის არაერთი ფაქტია“, - განაცხადა ვაშაძემ.  

მან დაასახელა  „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი ისკო დასენი და მისი ოჯახის  წევრები და აღნიშნა, რომ ისინი "ქოლცენტრების“ საქმესთან კავშირში არიან.

"მე ხელთ მაქვს მტკიცებულებები, რომელსაც მედიას გადავცემ, კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ დგას "ქოლცენტრების“ უკან, სწორედ  ამიტომ აჭიანურებენ "ქოლცენტრებთან“ დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას“, -  განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები