იაგო ხვიჩია - ხმის მიმცემი არის იმ ადამიანში, ვინც გამოვიდა პროტესტის ნიშნად და თქვა, რომ ვინც დარჩება, იმან მისცა ხმაო

პარტია "გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს დღევანდელი კენჭისყრისას ხმა მისცეს იმ ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატიდან, რომლებმაც პროტესტის ნიშნად დატოვეს დარბაზი.

"შემიძლია, დავდო თავი, რისი მოწმეც ვიყავი, მოგეხსნებათ, ჩემს რიგში ექვსი ადამიანი ვსხედვართ და არცერთს არ მიუცია ხმა. დანარჩენს რაც შეეხება, ხმის მიმცემი არის იმ ადამიანში, ვინც გამოვიდა პროტესტის ნიშნად და თქვა, რომ ვინც დარჩება, იმან მისცა ხმაო. ვინც დარჩა, იმათ არავის მიუცია ხმა ოპოზიციიდან, მაგრამ ვინც გამოვიდა, სხვათაშორის, არის ის 5 კაცი, ვინც „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი. ვერ გეტყვით, ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ხუთი ადამიანია, თავიდან ბოლომდე პროცესი გადაღებულია, თქვენი კოლეგები იღებდნენ ზემოდან. როგორც გითხარით, ჩვენს რიგში ხელიც კი არ გაუწევია ვინმეს რომელიმე ღილაკისკენ. ამის გადამოწმება შესაძლებელია. დანარჩენი ხომ იცით, პარლამენტის დარბაზში კი არა, არ არს დაფარული, რაც არ გაცხადდეს, გავიგებთ ალბათ.

ხუთნი ვინც დავრჩით, არავის მიგვიცია ხმა, შემიძლია, თავი დავდო. დანარჩენი დარჩნენ „ქოცები“. ვიღაც ხუთი ადამიანია, რომელიც გამოვიდა და თქვა, რომ ვინც დარჩებით, იმათ მიეცით ხმაო და ამ დროს უკვე მიცემული აქვთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

სხდომა, რომელზეც იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის კენჭისყრა იმართებოდა, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელმა მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტმა სამ კანდიდატს მხარი დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები