პარლამენტმა "საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 84 ხმით მიიღო "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც  კანონით გათვალისწინებული სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ახლებურად მოწესრიგებას შეეხება.

"აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი შემუშავებულია სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფში გაწეული საქმიანობის შედეგად, რომლის ინიცირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოახდინა. პროცესი იყო გახსნილი და ინკლუზიური. სამწუხაროდ, სამუშაო ჯგუფის მუშაობაში არ მონაწილეობდა ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი, შესაბამისად, მათ ბოიკოტი გამოუცხადეს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ერთ-ერთ იმ ნაწილს, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს უკავშირდება“, - განაცხადა საკითხის წარდგენისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

მან სხდომაზე წარადგინა ცვლილებები, რომელიც მომზადებულია კანონპროექტის ინიცირებულ ვერსიასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე.

მისი თქმით, პირველი რეკომენდაცია უკავშირდება სასამართლო ე.წ. კორპორატივიზმის პრობლემას. ამ საკითხის გადასაჭრელად პროექტში ჩაიწერა, რომ რომელიმე სამთვიან პერიოდში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხზე მეტი მოსამართლე-წევრის არჩევა  დაუშვებელია.
მეორე საკითხი ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისკვალიფიცირებული  წევრის ხელახალი წარდგინების მიღების პროცედურაში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხს. 

წარდგენილი ცვლილების თანახმად, თუ საკვალიფიკაციო პალატა დაადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთან მიმართებაში მიკერძოებას ან უფლებამოსილების გადამეტებას, ამ შემთხვევაში ამ წევრის მიერ გაკეთებული შეფასებები ანულირდება სრულად  და ის აღარ მიიღებს მონაწილეობას ხელახალი განკარგულების გამოცემის ეტაპზე.

მესამე რეკომენდაციის გათვალისწინების შედეგად, პროექტში ჩაიწერა, რომ თუ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმდენი  წევრის დისკვალიფიკაცია მოხდება, რომ საბჭოს გადაწყვეტილების მიღების უნარი აღარ ექნება, კანდიდატის შერჩევის პროცედურა ხელახლა დაიწყება.

ანრი ოხანაშვილის განმარტებით, სხვა ცვლილებები შეეხება: სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ ჩანაწერს, მიმდინარე კონკურსის ფარგლებში მოსამართლის სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის საკითხს, მოსამართლეთა საქმიდან ჩამოცილების გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის ვადების გაზრდას, მოსამართლისთვის საქმიდან ჩამოცილების პერიოდში ხელფასის შენარჩუნების საკითხს, დისციპლინური გადაცდომის - პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს, მოსამართლის მიმართ დისციპლინური  სამართალწარმოების დაწყების მომენტის ნათლად განსაზღვრას და ღია სასამართლო სხდომის  შედეგად მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას.

"საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილმა სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში მოამზადა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები