ლევან ხაბეიშვილი - რა პირადი ინტერესები გაქვთ ასეთი, რომ რუსულ გავლენებზე, ხელისუფლებაზე მეტად სხვა საქმე გაინტერესებთ?

გუშინდელ დღეს, პროცესებს სრულად მართავდა სუსი, რუსული ოცნება და ჩინჩალაძე, - წერს სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

"გუშინ არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების  ზურაბ ბენაშვილისა და ტრისტან გურასპაშვილის მეუღლეები  ჩინჩალაძის თანამშრომლები არიან სააპელაციო სასამართლოში❗️

ტრისტან ბენაშვილის ცოლია თათია ძმანაშვილი, ჩინჩალაძესთან მუშაობს სააპელაციო სასამართლოში. 

გურასპაშვილის ცოლია თაკო ბლიაძე და ეს ადამიანიც სააპელაციოში მუშაობს ჩინჩალაძესთან...

ტრისტან ბენაშვილიც სააპელაციოში მუშაობდა თავმჯდომარის ბიუროში, ჩინჩალაძის საყრდენი კადრია. 

არჩევის წინ გადაიყვანეს სემეკში თვალთმაქცურად, რომ  ვითომ სხვა სისტემის თანამშრომელი იყო...  

უახლოეს პერიოდში ჩინჩალაძე ეცდება ცოლებიც მოსამართლეებად გაამწესოს და კიდევ უფრო განამტკიცოს კლანი.

რუსი ოლიგარქი ივანიშვილის, ბანკი "ქართუს"  წარმომადგენელი ხელისუფლება, საბანკო ოლიგარქია, მაფიოზური დაჯგუფება და გადანაწილებული ბიზნესები, გავლენები... ჯიბეში ჩადებული სასამართლო ხელისუფლება - ეს უნდა იყოს მთავარი სამიზნე ყველა პატრიოტი ადამიანის, პოლიტიკოსის, ოპოზიციური არხების. რაში ხარჯავთ დროს? რატომ ცდილობთ ადამიანებში უიმედობის გაღვივებას? რა პირადი ინტერესები გაქვთ ასეთი, რომ რუსულ გავლენებზე, ხელისუფლებაზე მეტად სხვა საქმე გაინტერესებთ? 

უმძიმესი რეალობა გვაქვს და უნდა მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის. აუცილებლად გავიმარჯვებთ პუტინისტურ რეჟიმზე", -  წერს ხაბეიშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები