ვახტანგ გომელაური - საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი

საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი. მიღებული დაზიანებების შედეგად რამდენიმეს დაჭირდა ქირურგიული ჩარევაც, სამწუხაროდ, - ამისშესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა  ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში,  ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით  გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, პოლიციელთა მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების მიმართულებით გამოძიებას დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება აწარმოებს და სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს მათთან.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას და სწავლობსპოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობის თითოეულ ფაქტს და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო უფლებამოსილებისგადამეტების მიმართულებით გამოძიებას დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება - სპეციალურ საგამოძიებო სამსახური აწარმოებს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან, მივაწოდეთ  მათ მიერ  მოთხოვნილი ყველა  მასალა და მზად ვართ,  რომსაჭიროების შემთხვევაში მომავალშიც გავაგრძელოთ თანამშრომლობა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები