CNN - ბაიდენი მხარს უჭერს მეოთხე თაობის გამანადგურებელ თვითმფრინავებზე, მათ შორის F-16-ზე უკრაინელი მფრინავების მომზადებას

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოკავშირეებისა და პარტნიორების ერთობლივ ძალისხმევას მეოთხე თაობის გამანადგურებელ თვითმფრინავებზე, მათ შორის F-16-ზე უკრაინელი მფრინავების მომზადებას, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა G7-ის სამიტზე განაცხადა.

CNN-ის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ მოიერიშე თვითმფრინავების წვრთნა შეერთებულ შტატებში არ ჩატარდება, მაგრამ ამერიკელი პერსონალი მიიღებს მონაწილეობას ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად. ვარაუდობენ, რომ წვრთნები რამდენიმე თვეს გაგრძელდება და შესაძლოა, "მომავალ კვირებში“ დაიწყოს.

"რამდენადაც წვრთნები გაგრძელდება უახლოესი თვეების განმავლობაში, ჩვენი კოალიცია, რომელიც მონაწილეობს ამ ძალისხმევაში, გადაწყვეტს, როდის მიაწოდოს რეალურად თვითმფრინავები, რამდენს მივაწვდით და ვინ მიაწვდის მათ“, - განაცხადა ჩინოვნიკმა.

მისივე თქმით, დღეს შეერთებული შტატები და მოკავშირეები ორიენტირებული არიან უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებასა და წვრთნებზე, რომელიც საჭიროა შეტევითი ოპერაციების ჩასატარებლად.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები