ღამის შეტევა კიევზე - მტრის ყველა დრონი განადგურებულია

"შაჰედის" ტიპის მტრის ყველა უპილოტო საფრენი აპარატი, რითაც რუსებმა 20 მაისის ღამეს კიევზე შეტევა სცადეს, განადგურებულია, - ინფორმაციას კიევის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც სამხედრო ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, მაისის დასაწყისიდან კიევზე თავდასხმის მე-11 შემთხვევაა.

"მტერი მთელი ძალით ცდილობს დაამარცხოს კიევის საკვანძო ობიექტები და ამავდროულად ამოწუროს ჩვენი საჰაერო თავდაცვის რესურსები. გარდა ამისა, რაშისტები ამ გზით ცდილობენ მშვიდობიანი მოსახლეობა ღრმა ფსიქოლოგიურ სტრესში ამყოფონ. მაისში კიეველებს საჰაერო განგაშის ხმა მხოლოდ 4 დღის განმავლობაში არ გაუგიათ", - განაცხადა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ.

მისივე თქმით, ყველა რუსული დრონი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები