მალიარი - ბახმუტში ვითარება კრიტიკულია, თუმცა ჩვენი ჯარები თავდაცვას აგრძელებენ

20 მაისს ბახმუტში რთული ვითარებაა, მაგრამ უკრაინელი ჯარისკაცები თავდაცვას აგრძელებენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი სოციალურ ქსელში წერს.

"ბახმუტში მძიმე ბრძოლებია. მდგომარეობა კრიტიკულია. პარალელურად, ჩვენი ჯარები თავდაცვას აკავებენ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

10 თვეზე მეტია, რუსი ოკუპანტები ქალაქის აღებას ცდილობენ, თუმცა უკრაინელი დამცველები ღირსეულ წინააღმდეგობას უწევენ. 

დღეს "ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ოკუპანტები მთლიანად აკონტროლებენ ქალაქს.

ამასთან, უკრაინელი სამხედროების სპიკერმა სერხი ჩერევატიმ რუსების მიერ ქალაქის აღება უარყო.

"ეს არ არის სიმართლე, ჩვენი ქვედანაყოფები იბრძვიან ბახმუტში", - განუცხადა მან Reuters-ს.

გუშინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ვაგნერის“ დამფუძნებელმა აღიარა, რომ დაქირავებულმა ჯარისკაცებმა ბახმუტში უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ალყა ვერ შეძლეს ქალაქის ჩრდილოეთით და სამხრეთით სტაბილური ფლანგების დაკარგვის გამო და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხელსაყრელი პოზიციების დაკარგვაში დაადანაშაულა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები