გიორგი ვოლსკი - ლავროვის შვილი იყო, როგორც მოგვიანებით გავიგეთ, ქმრის ძმის ქორწილი იყო

ლავროვის შვილი იყო, როგორც მოგვიანებით გავიგეთ. ახლა იგი ვინოკუროვაა. სხვა გვარით არის, ქმრის გვარზეა. ქმრის ძმის ქორწილი იყო, როგორც მეუბნებიან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

"ლავროვის შვილი იყო, როგორც მოგვიანებით გავიგეთ. ახლა იგი ვინოკუროვაა. სხვა გვარით არის, ქმრის გვარზეა. ქმრის ძმის ქორწილი იყო, როგორც მეუბნებიან და ქმრის ძმა საკმაოდ ანტირუსული განცხადებებით არის ცნობილი, მათ შორის, ფეისბუქზე და მათ შორის საკმაოდ პოზიტიური კომენტარები ჰქონია უკრაინელების მიმართაც. არა ომს, არა თავდასხმას და ა.შ. მთლად რადიკალური განცხადებები არ არის - ძირს პუტინი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საკმაოდ თავისუფლად მოაზროვნე ხალხია.

ლავროვი არის ერთ-ერთი ლიდერი იმ აგრესორი ქვეყნის, რომელიც ჩვენი ხელმოწერით გაირიცხა ევროპული სტრუქტურებიდან, ფორმატებიდან, გადაეცა ჰააგის ტრიბუნალს. ახლახან რეიკიავიკში ხელი მოვაწერეთ რეზოლუციას, რომ რეესტრი შედგეს, რა ზარალი მიაყენა უკრაინას რუსეთმა, რომ შემდეგ ამას მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება და ა.შ. ძალიან მკაფიო, ჩამოყალიბებული და ხისტი პოზიცია გვაქვს. მოვიგეთ ჰააგა, მოვიგეთ სტრასბურგი. როცა მამისთვის შვილს სთხოვ პასუხს, ის თავაწეულობა, ის მხარგაშლილობა, რაც ქართველს ახასიათებს, ქართულ საზოგადოებას ახასიათებს, მის ტრადიციასა და ყოფას, ამასთან დაკავშირებით სუსტად გამოვიყურებით. ევროპულობას და ჩვენს პოზიციას ის ამტკიცებს, რაც მოგიყევით. ცუდია, არ მომწონს, არ უნდა ჩამოვიდეს ლავროვის შვილი აქ. არ უნდა ჩამოვიდეს პოზნერი და არ უნდა ჩამოვიდეს მიხალკოვი, რომელსაც ეახლა და ქედმოხრით ელაპარაკებოდა სააკაშვილი“, - განაცხადა  ვოლსკიმ "იმედის" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები