გიორგი კეკელიძე - წინ კი უამრავი ბრძოლა, დამარცხება და უფრო მეტი გამარჯვებაა!

ნაბიჯ-ნაბიჯ ვიმართებოდი ამ გზაზე და ასე მივუახლოვდი 21 აპრილს. და 21 აპრილს ჩავიხედე სარკეში, გავუღიმე საკუთარ თავს და მტკიცედ ვუთხარი: “შენ შეძლებ!", - წერს სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

“ზუსტად ერთი წლის წინ, 21 მაისს, ამ ოთახში ვიწექი და ვფიქრობდი, რომ გაძლება უკვე შეუძლებელია. დღეები უხარისხო ასლის მანქანაზე გადამრავლებული სურათებივით გავდნენ ერთმანეთს - ოღონდ ეგ იყო, ეს ერთნაირობა უფრო და უფრო ამძიმებდა სულს და სხეულს.  და ვერ ვხვდებოდი, რომ ვდგებოდი და სადღაც მივათრევდი საკუთარ თავს, რატომ მივათრევდი ან ღამით ლოგინში რომ ვწვებოდი, რატომ ვწვებოდი - რაღა საჭირო იყო ადამიანების ეს ყოფითი რუტინული რიტუალი, თუ ფონად საზარელი წამება ახლდა - 57 კილოღა დავრჩი, ორ დღეში ერთხელ თუ ვჭამდი ორიოდ ლუკმას, ფსიქოტროპული გამიბევრდა -  ,,წყლად მექცა" და უარესად,  იყო საშინელი შიშების ალყა, აკვიატებული აზრების მოშვერილი ხიშტები, სამყაროსგან განცალკევების შეგრძნება, სიხარულის დავიწყება, კანკალი, გულისრევ კი ა, ჟრუანტელი.

და ვცადე; ერთი მხრივ სიკვდილი მინდოდა ძალიან და მზად ვიყავი, მაგრამ იმავე სიმძაფრით მინდოდა ვინმეს გადავერჩინე. ამიტომაც დავწერე ღიად. და გავარჩი.

მერე იყო კლინიკები. კლინიკები. კლინიკები. საშინელი თავგადასავალი - კიდევ უფრო მძიმე, ვიდრე მანამდე - ოდესმე გაგანდობთ სურათებს, რომელიც მაშინ გადამიღეს. და სადღაც, უკვე თითქმის იმედდაცლილზე, სწორი კომბინაციის და რაღაც ძალის პოვნა - გადარჩენა.

მერე იყო ნელი გზა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიმართებოდი ამ გზაზე და ასე მივუახლოვდი 21 აპრილს. და 21 აპრილს ჩავიხედე სარკეში, გავუღიმე საკუთარ თავს და მტკიცედ ვუთხარი: ,, შენ შეძლებ!"

ეგ იყო სრულიად არა ყალბ-ქოუჩური მიმართვა, არა რაღაც ბანალური სამოტივაციო ფრაზა, არამედ შურისგების ამოძახილი იმ დაგროვილი გაუქმებული თვეებიდამ, დიდი ტკივილით რომ განვიცადე. შურისგების საკუთარი თავის მიმართ.

და ეს არის საქმეები, რაც შევძელი 21 აპრილიდან ვიდრე 21 მაისამდე:

1) საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia - ის პირველი კორპუსის რეაბილიტაცია დაიწყო. მაჩაბლის ლეგენდარულ სამკითხველო დარბაზს სამშენებლო კომპანია ანაგი • Anagi Construction Company  აღადგენს

2) ფოთში და ქუთაისში სკვერის ბიბლიოთეკები გავხსენით ProCredit Bank Georgia - პროკრედიტ ბანკი საქართველო - ის მხარდაჭერით.

3) სკვერის ბიბლიოთეკების მხარდამჭერი ამიერიდან Arveladze Foundation - ფონდი არველაძე  გახდება.

4) ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ბიბლიოთეკებს ახალი წიგნებით საქართველოს ფოსტა / Georgian Post  - ის დახმარებით მოვამარაგებთ.

5) საზღვარგარეთ ქართული ბიბლიოთეკების მოწყობაში ჩვენი პარტნიორი TBC - თიბისი  იქნება - ახალ პარტნიორთან ერთად უკვე ქართული ბიბლიოთეკები გაიხსნება - სინოპში (თურქეთი), რომში, ემპოლიში, ბარიში(იტალია), ბაზელში (შვეიცარია), დუბლინში (ირლანდია) და ჰანოვერში (გერმანია)

6) ციხეებში ახალი ბიბლიოთეკები მოეწყობა Biblusi • ბიბლუსი - ისა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი - ის დახმარებით.

7) ციფრული ფოტომატიანე - ს მხარდამჭერი Coca-Cola Bottlers Georgia  გახდა.

6) ქუთაისში, ,,ცისფერყანწელების ბაღს"  Gardenia shevardnadze - ის დახმარებით გავაშენებთ.

7) Mastercard  - ეროვნულ ბიბლიოთეკაში ორიგინალურ ახალგაზრდულ სამკითხველოს მოაწყობს.

Viber  ციფრული მხარდამჭერი იქნება ეროვნული ბიბლიოთეკის

9) გავხსენით დიმიტრი უზნაძის მენტალური სახელობის კაბინეტი. ორგანიზაცია SEED Georgia - სთან ერთად ამ მიმართულებით დიდ საინფორმაციო კამპანიას ვიწყებთ.

10) კათარზისი catharsis - ის ბიბლიოთეკას ყოველთვიურად განვაახლებთ და თვეში ერთხელ ლექციას წავუკითხავ ბენეფიციარებს.

11) მთის ამბები / mtisambebi.ge - თან ერთად დავაფუძნეთ მოძრაობა  ,,მთის ბიბლიოთეკა" - პირველი ბიბლიოთეკები შატილსა და შუა ფხოში გაიხსნება.

ეს არის ამ ერთი თვის საქმე და კიდევ არაერთ უმნიშვნელოვანეს პროექტზე ვმართავთ მოლაპარაკებას ბიზნესთან. მათგან ერთი გრანდიოზულია და თითქმის დასრულებული - ვფიქრობ, ამ ამბავს მაისშივე შეგატყობინებთ.

თუმცა ამ თვისაა კიდევ სხვა ამბებიც:

1) პირველი პრეზიდენტის შვილებთან კოორდინაციით დავიწყეთ ზვიად გამსახურდიას მუდმივმოქმედ ექსპოზიციაზე მუშაობა.

2) დასრულდა ქართული დამწერლობის მუზეუმის კონცეფციაზე მუშაობა და წლის ბოლოს ამ საოცარ სივრცეს გავხსნით.

3) 24 მაისს გაიხსნება ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი დირექტორის, გიორგი გეხტმანის სახელობის კაბინეტი.

4) 26 მაისს ემიგრაციის მუზეუმში გაიხსნება ქართული წარმოშობის ფრანგი დიპლომატის, მიხეილ მუსხელიშვილის, იგივე მიშელ მუსხელის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია.

5) დავიწყეთ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზის კონცეფციაზე მუშაობა.

6) მოვიპოვეთ და გავაციფრეთ არაერთი უმნიშვნელოვანესი ექსპონატი და არქივი.

7) აქტიურად ვმუშაობთ ლიტერატურულ ფესტივალზე Satibe • სათიბე  არაერთი ქვეყნის საელჩო და ორგანიზაცია უკვე ჩვენი პარტნიორია.

და კიდევ - ამ ერთი თვის მანძილზე თბილისში  ოცამდე სკოლის მოსწავლეებს შევხვდი. ეკვილიბრიუმი • Equilibrium - ის ფარგლებში მოვასწარით  ოთხ სოფელში ჩასვლა და წიგნების ჩატანა.ფონდი გურული დღიურები . Foundation Guruli Dgiurebi - მა ახალი სტიპენდიატი გამოავლინდა ბოლნისიდან - ვანიჩკა • Vanichka

10 წლის  შემდეგ, Gulf Georgia - ს დახმარებით, აღვადგინეთ ლეგენდარული პორტალი  www.lib.ge

დავაფუძნეთ LIB.GE  -აკადემია.  შევქმენით მობილური სტრუქტურა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში lib-წარმომადგენლებს გულისხმობს. შევარჩიეთ lib-მასწავლებლების ბრწყინვალე გუნდი და მოსწავლეთა ჯგუფები ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისგან.

მაღალმთიანი აჭარის სოფლის მოსწავლებისთვის გაკვეთილებს ფონდი ქართული გალობა / Georgian Chanting Foundation , ხოლო ოკუპაციის გამყოფ მდებარე სოფლებისთვის კომპანია ნოვა • NOVA დააფინანსებს.

პარარელურად, ცხადია, ვმუშაობდი European School - ევროპული სკოლა  - ში და ტელევიზიაში ახალი დღე • 1tv.ge  საკუთარ რუბრიკას ვუძღვებოდი.

დაიბეჭდა ჩემი პირველი წიგნი ორწლიანი ,,არდადეგების" შემდეგ - ხვიჩა კვარაცხელიაზე და არამხოლოდ - წინათქმა აკა მორჩილაძის გახლავთ და თბილისის წიგნის ბაზრობაზე იქნება წარდგენა 25 მაისს, 13.40 წუთზე - ,,ხვიჩა - ვარსკვლავი, სახელად ვარსკლავი". გამომცემლობა არტანუჯი • Artanuji Publishing

დაიბეჭედა #თომასზღაპრები - ს მეორე წიგნი - წინათქმა - გურამ პეტრიაშვილისა და ზაალ ჩხეიძის. მხატვარი ნიკა ლოლაძეა, ჩემი 13 წლის მეგობარი. საქართველოს უნივერსიტეტი • The University Of Georgia - ის გამომცემლობა.

მზად არის მინიატურებიც - ლანა ჯოხაძის ილუსტრაციებით.

თითქმის დავასრულე, ვფიქრობ, მნიშვენლოვან პოეტურ კრებულზე #ახალისიმღერები მუშაობა. წინასიტყვაობა როსტომ ჩხეიძია. ფოტოები  Natela Grigalashvili -ის, თანამოსასმენები კი ანსამბლ იალონი • Ialoni - ის იქნება. გამომცემლობა ინტელექტი • Intelekti Publishing

დავიწყე ფრთხილი მუშაობა რომანზე ,,ობსესიები".

განვაახლე ,,ბჰაგავადგიტას" პოეტური თარგმნის პროცესი.

ეთნოლოგ მირიან ხოსიტაშვილთან ერთად დავიწყე მუშაობა დოკუმენტურ-მხატვრულ წიგნზე - ,,საქართველოს კუთხეები" Palitra L Publishing • გამომცემლობა პალიტრა L

ეს არის ამ თვის მონაგარი. და ახლა, ერთი თვის თავზე, ისევ იმ სარკესთან ვზივარ და ვამბობ: ,,შევძელი!"

ყოველი დღე არ იყო თანაბარი - სხეულს დამახსოვრებული შეგრძნებები მძაფრად უბრუნდება ხოლმე,  მაგრამ თანდაყოლილი სიჯიუტით, თანაც უკვე გაათკეცებულით, ვაგრძელებდი საქმეებს.

და დღეს, უკვე თამამად და ცხადად შეგვიძლია ვთქვათ - საქართველოში ცოდნის გავრცელების მიმართულებით მთავარი მოთამაშეები ვართ. წინ კი უამრავი ბრძოლა - დამარცხება და უფრო მეტი გამარჯვებაა!

განა არ ვიცი - ცოტა გიჟი გახლავართ - მაგრამ იმდენად, რომ ეს ,,სიგიჟე" ჩემს შემოქმედებით ძალას ეყოს და მენეჯერულ უნარებს არაფერი დააკლდეს.

ისიც ვიცი, ზოგიერთისთვის ძალიან სევდიანია ეს ამბავი, მაგრამ მე მანდაც შეგეხიდებით - ცხადია, თუ სურვილი გაქვთ - ბოლო-ბოლო სევდის საქმე შესანიშნავად მომეხსენება.

საუკეთესო დღეებს გისურვებთ ყველას!”, - წერს კეკელიძე.

მსგავსი სიახლეები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FGiKekelidze%2Fposts%2Fpfbid02WFQTt2SCJDZ2sppBDsSQbCuJ4cGzwYKUhNiDVehBGg7S8mBGufL7muwxHVFoJzVkl&show_text=true&width=500" width="500" height="726" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>