მამუკა მდინარაძე - ევროპული რეკომენდაციის ეს პუნქტი მეტწილად შევასრულეთ, ეს ოპოზიციას რომ ეწყინა ვნახეთ, რა საქმის გარჩევები ჰქონდათ ყველაზე უტიფარი მეთოდებით

"ჩვენ ევროპული რეკომენდაციის ეს პუნქტი მეტწილად შევასრულეთ. ძალიან კარგი იქნება თუ ამ ყველაფერს ბოლომდეც მივიყვანთ, მაგრამ რაც უკვე გაკეთდა არის ძალიან კარგი. ეს მათ [ოპოზიციას] ძალიან რომ ეწყინათ, ამას ალბათ, უკვე შევხედეთ, როგორი ბულინგი მოახდინეს ერთმანეთზე და საქმის რა გარჩევები ჰქონდათ, ყველაზე უტიფარი მეთოდებით“, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მამუკა მდინარაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის საკითხზე საუბრისას აღნიშნა,  რომ ოპოზიციასთან კონსულტაციების გამართვაზე პოზიტიური მოლოდინი არ აქვს, რადგან ისინი ულტიმატუმის მეთოდს მიმართავენ და არ აინტერესებთ, კანდიდატების არჩევა ევროპულ რეკომენდაციებს შეესაბამება თუ არა.

"მოლოდინი ამ საკითხთან დაკავშირებით მათი [ოპოზიციის] მხრიდან ბუნებრივია, პოზიტიური ვერ გვექნება იქიდან გამომდინარე, რომ წინა შემთხვევაშიც ასე იყო. მათ დააყენეს 3 და შემდეგ 2 კანდიდატი ულტიმატუმის სახით და ფაქტობრივად მათი ულტიმატუმები გულისხმობს შემდეგს - თუ ჩვენ არ ავირჩევთ მათ წარმომადგენლებს, ისინი ასეთი ორგანოს არჩევაზე პრაქტიკულად უარს ამბობენ ხოლმე მიუხედავად იმისა, ეს ევროპულ რეკომენდაციებს შეესაბამება თუ არა, მიუხედავად იმისა, ეს პირდაპირ ემსახურება თუ არა ევროპული რეკომენდაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტის შესრულებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები