აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. მასში შედის დამატებითი საბრძოლო მასალა, არტილერია და ჯავშანტექნიკა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ახალი პაკეტი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან G7-ის სამიტის ფარგლებში შეხვედრისას გამოაცხადა. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გააძლიეროს უკრაინის თავდაცვა რუსეთთან დასაპირისპირებლად.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა აღნიშნა, რომ პაკეტის ღირებულება 375 მილიონი დოლარია. მისი თქმით, უკრაინა მიიღებს: დამატებითი საბრძოლო მასალას HIMARS-ისთვის და საარტილერიო ჭურვებისთვის; ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს TOW; Javelin და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს; ჯავშანტექნიკას; მძიმე ტექნიკის გადასაზიდად სატვირთო და მისაბმელიან მანქანებს; სათადარიგო ნაწილებს და სხვა საველე აღჭურვილობას.

უკრაინის პრეზიდენტი ამერიკელ კოლეგას G7 სამიტის ფარგლებში დღეს შეხვდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები