ზელენსკი - როგორც ყოველთვის, უფრო ძლიერები ვხდებით ასეთი მოლაპარაკებების შემდეგ

იაპონიაში, G7-ის სამიტზე უკრაინა მართლაც საპატიო მონაწილე იყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"დღეს, კვირას, აქ, ჰიროსიმაში, უკრაინა იყო ჭეშმარიტად საპატიო მონაწილე G7-ის მუშაობაში. უკრაინის თემა ცენტრალურია, ყველა უკრაინელის პატივისცემა განსაკუთრებულია. მადლობა შვიდეულს!" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მსოფლიოს ნამდვილად ესმის უკრაინის პოზიციის და მხარს უჭერს ისეთ საკითხებში, როგორიცაა დაცვა;   უსაფრთხოების გარანტიები;  ყველა ტერიტორიის დაბრუნება;     დატყვევებული ან დეპორტირებული ყველა ადამიანის დაბრუნება; სამართლიანობა და მშვიდობის ფორმულის განხორციელება.

"პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრა - როგორც ყოველთვის, ვხდებით უფრო ძლიერები ასეთი მოლაპარაკებების შემდეგ. შეხვედრა ინდონეზიის ლიდერთან - მნიშვნელოვანი. შეხვედრა კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტთან - არსებობს ძლიერი ურთიერთობის პოტენციალი. შეხვედრა კანადის პრემიერ-მინისტრ ტრუდოსთან - მადლობა ჯასტინ. ვესაუბრე ვიეტნამისა და ავსტრალიის ლიდერებს. ცალკე და დეტალურად ვესაუბრეთ იაპონიის პრემიერ-მინისტრს - გავაძლიერებთ თანამშრომლობას", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი იაპონიაში 20 მაისს ჩავიდა და G7-ის სამიტში მიიღო მონაწილეობა.

ქალაქ ჰიროსიმაში G7-ის რიგით 48-ე სამიტი გაიმართა. G7-ის წევრი ქვეყნებია - აშშ, იაპონია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, კანადა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები