ლევან ბეჟაშვილი - შეზღუდვები გავრცელდება ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომლის მხრიდანაც ხორციელდება საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია

ამ კანონით დადგენილი შეზღუდვები გავრცელდება ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომლის მხრიდანაც ხორციელდება საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია, სამხედრო აგრესია, - ამის შესახებ ლევან ბეჟაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

"განვმარტავ რამდენიმე იურიდიულ დეტალს, რომელიც ამ კანონპროექტით არის მოწესრიგებული.

პირველი, რომ ამ კანონით დადგენილი შეზღუდვები გავრცელდება ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომლის მხრიდანაც ხორციელდება საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია, სამხედრო აგრესია. ასევე, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც თანამშრომლობენ ისეთ კომპანიებთან, რომლებიც სანქცირებული არიან. ამ შემთხვევაში საქართველოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზეც გავრცელდება, თუ ისინი თანამშრომლობენ რუსეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, რომლებიც სანქცირებული არიან და სამხედრო მრეწველობაში ჩართულები არიან. 

ასევე, ეკრძალებათ იმ ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც სანქცირებულთა სიაში არიან, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტენდერებში მონაწილეობა, იმიტომ, რომ ასეთი შემთხვევები ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ დაფიქსირდა.

ერთი სიტყვით, ეს კანონპროექტი ეხება ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც ერთის მხრივ, საქართველოს წინააღმდეგ ოკუპაციის არაღიარების პოლიტიკას მისდევენ იმ ქვეყნის წარმომადგენლები, ასევე ის პირები, რომლებიც უკრაინასთან მიმართებით ჩართულნი არიან სამხედრო მრეწველობაში, არ აღიარებენ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები