ბორელი - უკრაინელი მფრინავების წვრთნები უკვე დაწყებულია, იმედი მაქვს, მალე შევძლებთ, უკრაინას ამ ტიპის შეიარაღება მივაწოდოთ

უკრაინელი მფრინავების ეკიპაჟების სწავლება მეოთხე თაობის F-16 საბრძოლო თვითმფრინავებზე უკვე დაწყებულია.

ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კარგ იდეად მიიჩნევს,  G7-ის სამიტის ლიდერების გადაწყვეტილებას უკრაინისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების საფუძველი მოამზადონ.

"უკრაინელი მფრინავების წვრთნები უკვე დაწყებულია. ეს არის პირველი, რაც უნდა გაკეთდეს. იმედი მაქვს, რომ მალე ჩვენ შევძლებთ უკრაინას ამ ტიპის შეიარაღება მივაწოდოთ", - განაცხადა ბორელმა.

მისივე თქმით, დღეს ევროკავშირის საბჭო განიხილავს უკრაინაში არსებულ ვითარებას და კერძოდ, დღის წესრიგშია ისეთი თემები, როგორიცაა სანქციების ახალი პაკეტი და უკრაინის შეიარაღების ახალი ტრანში ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში.

მსგავსი სიახლეები