სახელმწიფო დეპარტამენტი - უკრაინა თავად წყვეტს როგორ განახორციელოს სამხედრო ოპერაციები და დაიცვას თავი აგრესორისგან

ამერიკის შეერთებული შტატები არ უჭერს მხარს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს, მაგრამ უკრაინა თავად წყვეტს როგორ განახორციელოს სამხედრო ოპერაციები და დაიცვას თავი აგრესორისგან, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

"ჩვენ არ ვემხრობით და არ ვახალისებთ შეტეევს უკრაინის ფარგლებს გარეთ“, - აღნიშნა მან.

მილერის თქმით, მნიშვნელოვანია იმის გახსენება, რომ ომი სწორედ რუსეთმა დაიწყო.

"უკრაინა თავად წყვეტს როგორ იბრძოლოს, მაგრამ ამ ომში აგრესორი რუსეთია“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ "რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა" და "რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა", რომელიც შედგება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისგან, წამოიწყეს ოპერაცია ბელგოროდის რეგიონის ამ ტერიტორიების ე.წ. პუტინის რეჟიმისგან გასათავისუფლებლად და მტრის უკან დახევის მიზნით. 

თავდაპირველად რუსეთის ხელისუფლება ამაზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებდა, თუმცა მოგვიანებით, რუსული ტელეგრამის არხებზე ბელგოროდის მახლობლად განვითარებული მოვლენების ახალი ვერსიები გაჩნდა, მაგალითად, ნახსენებია, "უკრაინელი დივერსანტები“, რომლებიც ცდილობენ უკრაინის ტერიტორიაზე უკან დახევას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები