შოლცი - რუსეთის ომი დასრულდება იმით, რომ უკრაინა გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ იმით დასრულდება, რომ უკრაინა გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

გერმანიის მთავრობის მეთაურის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამარჯვებას ვერ შეძლებს.

"ჩვენი კონტინენტის ისტორიის მწარე თავი დასრულდება იმით, რომ თავისუფალი უკრაინა შეუერთდება ევროკავშირს, როგორც სრულუფლებიანი წევრი“, - განაცხადა შოლცმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მისი სოციალ-დემოკრატების პარტია, რომელიც ახლა მმართველი კოალიციის ნაწილია, მხარს უჭერს ევროპაში ძალის გამოუყენებლობის, საზღვრების ხელშეუხებლობის, სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და თვითგამორკვევისკენ ხალხთა უფლებების პრინციპებს.

უახლესი ამბები