პუტინი - რუსეთს ომი არ დაუწყია, მაგრამ ცდილობს მის დასრულებას

იმ დროს, როდესაც არსებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ძალები ბელგოროდის ოლქის ტერიტორიების ნაწილს ვერ აკონტროლებენ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ისევ "დონბასის დაცვაზე" "ზრუნავს".

პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთს ომი არ დაუწყია, მაგრამ "ცდილობს მის დასრულებას“.

"ჩვენ გვეუბნებიან, რომ რუსეთმა დაიწყო ომი. არა, რუსეთი სპეციალური სამხედრო ოპერაციით ცდილობს, დაასრულოს ეს ომი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, რომელიც ისტორიული უსამართლობის გამო აღმოჩნდა ჩვენი სამშობლოს გარეთ,  მაგრამ ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და ყველაფერს ვაკეთებთ მათ დასაცავად", - განაცხადა პუტინმა.

მეორე დღეა, ბელგოროდის ოლქში აჯანყებულებსა და რუსეთის არმიას შორის ბრძოლა გრძელდება. ფაქტობრივად, რეგიონის ცხრა დასახლების მცხოვრებლები უკვე გაყვანილი არიან. ვიდრე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ "დაბლოკეს და დაამარცხეს ფორმირებები, რომლებიც შეიჭრნენ რუსეთის ტერიტორიაზე", "რუსეთის თავისუფლების" ლეგიონი და "რუსეთის მოხალისეთა კორპუსი" აცხადებს, რომ აგრძელებენ ბელგოროდის რეგიონის განთავისუფლებას პუტინის რეჟიმისგან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები