ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ იცოდეს ყველაფერი იმაზე, თუ რას ითხოვენ ჩვენი ქვეყნისგან

მე მგონია, რომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ იცოდეს ყველაფერი იმაზე, თუ რას ითხოვენ ჩვენი ქვეყნისგან, მათ შორის უკრაინელი მაღალჩინოსნები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ კატარში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

"ეს იყო ფაქტის კონსტატაცია. შეგახსენებთ, რომელი თანამდებობის პირები ითხოვდნენ ღია ტექსტით საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. ეს იყო უშიშროების საბჭოს მდივანი - პრეზიდენტის შემდეგ ამაზე მაღალი თანამდებობის პირი არ არსებობს. დანილოვი პირდაპირ ითხოვდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. ზელენსკის მთავარი მრჩეველი პოდოლიაკი პირდაპირ საუბრობდა მეორე ფრონტის გახსნაზე. ამ ფაქტის კონსტატაცია მოხდა ქვეყნის გარეთ - რაზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით ქვეყნის შიგნით. მე მგონია, რომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ იცოდეს ყველაფერი იმაზე, თუ რას ითხოვენ ჩვენი ქვეყნისგან, მათ შორის უკრაინელი მაღალჩინოსნები“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გარკვეულ ძალებს უნდათ მეორე ფრონტის ნახვა საქართველოში, თუმცა, ხელისუფლების ამოცანა და ვალდებულება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები