გიორგი ვაშაძე - იქ საუბრობდა არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, არამედ პუტინის წარმომადგენელი

მსოფლიოს მასშტაბით, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სახელით გამოვიდა და თავიდან ბოლომდე პუტინის პოზიციებს იცავს ყველა კომპონენტში, - ასე გამოეხმაურა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ კატარში გაკეთებულ განცხადებებს. 

"კატარის ეკონომიკურ ფორუმზე უმძიმესი დარტყმა მიაყენა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას. გთხოვთ ყველას, ყურადღებით მოუსმინეთ ამ გასაუბრებას ბლუმბერგის ჟურნალისტთან მსოფლიო ლიდერების თვალწინ.

იქ საუბრობდა არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, არამედ პუტინის წარმომადგენელი. მან, ფაქტობრივად, მხარი დაუჭირა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გადაწყვეტის რუსულ მოდელს, რომ თითქოს უკრაინამ უნდა დათმოს რაღაც. თუ უკრაინამ უნდა დათმოს საქართველომაც უნდა დათმოს? მან გაიმეორა დუგინის იდეოლოგიის მთავარი ნარატივი, რომ რუსეთთან ვაჭრობის გარეშე, რომ საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა. ეს არის წლების წინ დუგინის შემუშავებული იდეოლოგია.

ჩვენ არ გვესაუბრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეს იყო პრორუსი ბოტი, რომელსაც დაუწერეს თავიდან ბოლომდე გზავნილები და რუსეთისთვის სასარგებლო მესიჯებით საუბრობს საქართველოს სახელით, ესაა ყველაზე დამღუპველი. ვინმე კიდევ დასვამს კითხვას, რომ ამ ხალხს საქართველო უყვარს და საქართველოს ევროინტეგრაცია უნდათ?

ჩვენ საქმე გვაქვს საქართველოს გაყიდვასთან, ეროვნული ინტერესების ღალატთან", - განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები