უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ახალ კალენდარზე გადადის

უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ საეპისკოპოსო კრებაზე ახალ კალენდარზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ამიერიდან ქვეყანაში ქრისტესშობა 7 იანვრის ნაცვლად 25 დეკემბერს აღინიშნება. 

შეიცვლება სხვა საეკლესიო დღესასწაულების თარიღებიც, მათ შორის, ნათლისღება 19 იანვრის ნაცვლად 6 იანვარს აღინიშნება, წმინდა ნიკოლოზის დღე - 19 დეკემბრის ნაცვლად, 6 დეკემბერს.

ახალი კალენდარი არ ეხება აღდგომას.

ახალ კალენდარზე საბოლოო გადასვლის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება 27 ივლისს ადგილობრივ საბჭოში, ეკლესიის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოში მიიღება. 

ამასთან, ეკლესიის ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ განაცხადა, რომ საკითხი გადაწყვეტილია და ახალ კალენდარზე გადასვლა 1 სექტემბრიდან იქნება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები