ბაიდენმა აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსის შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის გენერალური შტაბის უფროსის შეცვლის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. გენერალ მარკ მილის გენერალი ჩარლზ ბრაუნი შეცვლის.

ამერიკის სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა მილის და მის ოჯახს დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ის მსახურებისთვის.

მან ასევე განმარტა, რომ ელოდება მილისთან თანამშრომლობის გაგრძელებას მას შემდეგ, რაც ის შეწყვეტს აშშ-ის გენერალური შტაბის უფროსობას.

"დღეს მე მაქვს პატივი წარმოვადგინო ჩემი კანდიდატი გაერთიანებული შტაბის უფროსის მომავალი თავმჯდომარის პოსტზე, გენერალი ჩარლზ კვინტონ ბრაუნ უმცროსი", - აღნიშნა ბაიდენმა.

ბრაუნი აშშ-ის გენერალური შტაბის ახალი უფროსი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუ კონგრესი მის კანდიდატურას დაამტკიცებს.

მარკ მილი აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე 2019 წლიდან მსახურობს. მისი მანდატი 2023 წლის შემოდგომაზე იწურება.

ჩარლზ ბრაუნი 1962 წელს დაიბადა. ის არის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის 22-ე უფროსი. ბრაუნს ამერიკელი გენერლის წოდება 2018 წლის 26 ივლისს მიენიჭა.

მსგავსი სიახლეები