გენერალი მარკ მილი - რუსეთი ვერ მოიგებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, მისი მიზნები მიუღწეველია

რუსეთი ვერ მოიგებს ომს უკრაინის წინააღმდეგ. მისი გეგმები დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ოკუპაციის შესახებ მიუღწეველია, - ამის შესახებ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა.

"ომის ნებისმიერი დასრულება ხდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს. ყველა მიზანი, რომელიც რუსებმა საკუთარ თავს დაუსახეს, ჰაერში გაქრა. შესაძლოა, პუტინი ახლა მიზნად ისახავს დონეცკის და ლუგანსკის რეგიონის აღებას, მაგრამ ეს მიზნები მიუღწეველია. უკრაინის სტრატეგიული მიზნები კი მისი ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებაა", - განაცხადა მილიმ.

მისი თქმით, შესაძლებელია უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციის მიღწევა, მაგრამ არა მოკლევადიან პერსპექტივაში.

ამერიკელი გენერლის თქმით, ბრძოლა გაგრძელდება, მაგრამ რაღაც მომენტში მხარეები მიიღებენ გადაწყვეტილებას მოლაპარაკების მაგიდასთან, ან ყველაფერი ბრძოლის ველზე გადაწყდება.

მისივე თქმით, სანამ ერთ-ერთი ასეთი სცენარი არ მოხდება, შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან ერთად მტკიცედ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.

უახლესი ამბები