საგარეო საქმეთა მინისტრები ქართველ კოლეგას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ქართველ კოლეგას და სრულიად საქართველოს  დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.

“დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებათა ტრიადას წარმოადგენს. პოლონეთისა და საქართველოს ისტორიულმა გამოცდილებამ ამ ფასეულობებისადმი პატივისცემისა და ერთგულების მყარი საფუძველი შექმნა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ - ნათქვამია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნევ რაუს წერილში,  რომელიც მან თავის ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს გაუგზავნა. ზბიგნევ რაუს სიტყვებით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, პოლონეთი თავიდანვე მხარს უჭერდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. "ეს არის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც აძლიერებს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს მოქალაქეთა კეთილდღეობას. წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოს ამ გზაზე“,  – ნათქვამია წერილში.

ილია დარჩიაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს რუმინელი კოლეგა ბოგდან აურესკუ. მისალოც წერილში ის საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილ დეკლარაციას ეხმაურება, რომელიც ორ ქვეყანას შორის სამომავლო ურთიერთობების დინამიკას განსაზღვრავს, მათ შორის, აუთვისებელი პოტენციალის მქონე სფეროებში. „მინდა დაგარწმუნოთ, რომ რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციას  და მზადაა ამ მიმართულებით თავისი გამოცდილების გასაზიარებლად“ - წერს ბოგდან აურესკუ.

ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის იან ლიპავსკის მისალოც წერილში აღნიშნულია, რომ „ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე კი, ამ არჩევნის რეალიზებისთვის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს მდგრადობა და სტაბილურობა. ჩეხეთის რესპუბლიკა განაგრძობს საქართველოს დემოკრატიული და პრო-დასავლური ორიენტაციის მხარდაჭერას“ - ნათქვამია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში.

ილია დარჩიაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ვლაჩოვსკი. თავის წერილში ის საქართველოსა და სლოვაკეთის საგარეო უწყებებს შორის ხელმოწერილ თანამშრომლობის ოქმს ეხმაურება და წერს, რომ ეს ოქმი „თვისებრივად გააუმჯობესებს და გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს“.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეხმაურება  შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტობიას ბილსტრომი. წერილში ნათქვამია, რომ გასულ წელს აღინიშნა შვედეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი და ამავე დროს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უმნიშვენოვანესი ეტაპის დაწყება, რომელიც საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარებას უკავშირდება.

საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ნიკოს დენდიასის მისალოც წერილში ხაზგასმითაა აღნიშნული  საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებული მტკიცე ორმხრივი ურთიერთობები, რომლებსაც ბოლოდროინდელი შეხვედრები და ვიზიტები ადასტურებს.  წერილში ნათქვამია, რომ საბერძნეთი საქართველოს ევროპული პერსპექტივის ერთგულია და მხარი უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოგზავნილ მისალოც წერილში, საქართველოს წინსვლას და კეთილდღეობას უსურვებს სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივიცა დაჩიჩი.  „საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს მისთვის მნიშვნელოვან საკითხებში სერბეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის იმედი“ - ნათქვამია  წერილში. ივიცა დაჩიჩი  მადლიერებას გამოხატავს საქართველოს პრინციპული პოზიციისა და სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. 

ილია დარჩიაშვილის სახელზე გამოგზავნილ მისალოც წერილში, ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი გორდან გრლიჩ რადმანი ხორვატიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ამახვილებს ყურადღებას. „მზად ვართ ხელი შევუწყოთ ჩვენს თანამშრომლობას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.  ხორვატია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ არჩევანს და მომავალშიც განაგრძობს ამ მხარდაჭერას“ - ნათქვამია წერილში.

"მჯერა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებები, რომლებიც ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებს აერთიანებს, ძლიერ იმპულსს შესძენს ევროკავშირსა და ნატოში სრულფასოვანი გაწევრიანებისკენ მიმართულ საქართველოს ძალისხმევას“ - ნათქვამია წერილში, რომელიც ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან კონდოვმა თავის ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს გაუგზავნა. წერილში ნათქვამია, რომ ბულგარეთი უაღრესად აფასებს საქართველოსთან, როგორც სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში მნიშვნელოვან პარტნიორთან აქტიურ თანამშრომლობას.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაგზავნილ წერილში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერაზე ამახვილებს ყურადღებას. „მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ დავეხმარებით საქართველოს  კანდიდატის სტატუსის მოკლე ვადებში მიღებაში“ - ნათქვამია წერილში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაფართოვდა. „გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიდა. ხოლო ოქტომბერში დაგეგმილი სამთავრობო სამიტი დამატებით იმპულსს შესძენს ჩვენს ურთიერთობებს“ - წერს პიტერ სიიარტო თავისი ქართველი კოლეგისთვის გაგზავნილ წერილში.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ულოცავს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი თავის ქართველ კოლეგას ილია დარჩიაშვილს. „სომხეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მეგობარ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებას, ხოლო ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის შეხვედრების ინტენსივობა ადასტურებს ჩვენს მტკიცე ვალდებულებას თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებასთან დაკავშირებით“ - ნათქვამია წერილში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეხმიანება ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ალეინიკი და საქართველოსთან აქტიური დიალოგის გაგრძელების მზაობას გამოთქვამს. მისი თქმით, „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ილია დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით,  მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს, როგორც დემოკრატიული და მდგრადი სახელმწიფოსა და საერთაშორისო არენაზე აქტიური მოთამაშის იმიჯის ჩამოყალიბებაში“.

საქართველოს დამოუკიდებლობის 105-ე წლისთავთან დაკავშირებით, ილია დარჩიაშვილს მისალოც წერილებს უგზავნიან ფილიპინების რესპუბლიკის, ინდონეზიის რესპუბლიკის, კამბოჯის, პარაგვაის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და საერთო ინტერესის ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილს გამოთქვემენ.ა

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები