ბექა ოდიშარიამ აშშ-ში დიასპორული კვირეულის ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებში დიასპორული კვირეულის (22-27 მაისი) ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

კვირეულის ფარგლებში 23 მაისს გაეროს შტაბ-ბინაში ოდიშარია აშშ-ის დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და გაეროს სხვადასხვა მისიებს შეხვდა. დისკუსია გაიმართა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებზე და დიასპორულ პრობლემატიკაზე.

25 მაისს მანჰეტენზე, Green Bowling Park-ში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა, რომელიც  ორგანიზებული იყო ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ.

ბექა ოდიშარიამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მიულოცა დღესასწაული, ისაუბრა ქართული დიასპორის მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარების საქმეში, ემიგრანტების რთულ გზაზე და აღნიშნა, რომ ის საფრანგეთის ქართული ისტორიული ემიგრაციის წარმომადგენლების  და ამერიკის შეერთებული შტატების პირველი დიასპორული ორგანიზაციის დამფუძნებლის გიორგი პიტავას (ფსევდონიმი - ‘’სანდრო ბარათელი’’) პირდაპირი შთამომავალია.

ოდიშარიამ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა. მან მადლობა გადაუხადა ქართულ დიასპორას და მათ აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებისათვის კეთილი ნების ელჩები უწოდა.

ასევე, მადლიერება გამოხატა  საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიმართ ამ შესანიშნავი ღონისძიებებისათვის და დიასპორის თითოეულ წევრზე ზრუნვისათვის.  ოდიშარიამ გულითადი მადლობა გადაუხადა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ქართული დიასპორისადმი განსაკუთრებული ყურადღებისა და ზრუნვისთვის და დიასპორის წარმომადგენლებს საჩუქარი - პატრიარქის მიერ ნაკურთხი ჯვრები გადასცა.

"1992 წელს დამოუკიდებლობის აღდგენით, ჩვენი დროშა გაერო-ს შტაბ-ბინაში ამაყად ფრიალებს და საქართველო გაეროში გაწევრიანდა. დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როცა ეს ძლიერი და ლამაზი დროშა მშვიდობიანად დაბრუნდება თავის კუთვნილ ადგილს სოხუმსა და ცხინვალში”, - განაცხადა ოდიშარიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები