მეუფე გრიგოლი - ამ ორ მნიშვნელოვან მოვლენას შორის არის ტრაგიკული, ძალიან მძიმე მოვლენები, რომლის დავიწყებაც დაგვავიწყებს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას

ყოვლად წარმოუდგენელი და დაუშვებელია, რომ ჩვენი ქრისტიანული კულტურა წარმოვსახოთ როგორც წარსულის კუთვნილება. ეს არის ჩვენი აწმყოც და მომავალიც, რადგან ჭეშმარიტ  თავისუფლებას გვპირდება ღმერთი, ჭეშმარიტ თავისუფლებას გვასწავლის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა ფოთის საკათედრო ტაძარში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღვთისმშობლის პარაკლისის დასასრულს განაცხადა.

"გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, მისი გამოცხადების დღეს, ამ ორ მნიშვნელოვან მოვლენას შორის არის ტრაგიკული, ძალიან მძიმე მოვლენები, რომლის დავიწყებაც არ ეგების, რომლის დავიწყებაც ჩვენ დაგვავიწყებს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. ღმერთმა დალოცოს ყველა ის ადამიანი, ვისაც მიუძღვის წვლილი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის საქმეში, ღმერთმა დალოცოს ყველა ის სული და განანათლოს, რომლებიც თავის დროზე იბრძოდნენ ამ დღისთვის და ვერ მოესწრნენ დღევანდელ დღეს. ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ჩვენ დროში იბრძოდა მისი აღდგენისათვის. ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც თავისი შესაძლებლობის ფარგლებში და შეუძლებელსაც კი გააკეთებს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა, რას საფუძველს უქმნის ჩვენი ხალხის და მომავალი თაობების განვითარებას და სიცოცხლეს. 

დღევანდელი დღე ყველასთვის მნიშვნელოვანია, ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ამ დღეს განსაკუთრებული პატივი მივაგოთ როგორც განვლილ გზაზე მოღვაწე ადამიანების ღვაწლს, ისევე სამომავლოდ ყველა იმ პიროვნებას, ვინც ამ მიმართულებით იღწვის, რომ ქვეყნის ძლიერება კიდევ უფრო განმტკიცდეს და ქვეყანაში უფლისმიერი მშვიდობა იყოს დამყარებული, რათა კაცთა შორის იყოს სათნოება და სიყვარული, დაფასებული იყოს ყველა და ყველაფერი იმგვარად, როგორადაც შეშვენის მას.

ჩვენ გვჭირდება სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, ურთიერთთანადგომა, გაზიარება ერთმანეთის ტვირთისა. ჩვენი ერი აღიარებს, რომ ქრისტიანები ვართ, ამ კულტურაში დავიბადეთ და გავიზარდეთ და ქრისტეს ემბაზში მოვინათლეთ, შესაბამისად, ყოვლად წარმოუდგენელი და დაუშვებელია, რომ ჩვენი ქრისტიანული კულტურა წარმოვსახოთ როგორც წარსულის კუთვნილება. ეს არის ჩვენი აწმყოც და მომავალიც, რადგან ჭეშმარიტ  თავისუფლებას გვპირდება ღმერთი, ჭეშმარიტ თავისუფლებას გვასწავლის უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ღვთის კურთხევა და მადლი შეეწიოს ჩვენ სამშობლოს, დედა ღვთისმშობლის კალთა ფარავდეს მრავალჟამიერ და შეგეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები